მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: “ფეხბურთელობის შემთხვევაში, ვისურვებდი, ჟორდი ალბა ვიყო”

ლუის ენრიკე: “ფეხბურთელობის შემთხვევაში, ვისურვებდი, ჟორდი ალბა ვიყო”

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ბარსელონას” მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახა და ახლა მთავარი განხილვის თემა სწორედ ესაა.

“ბარსელონას” ყოფილ დამრიგებელს პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საინტერესო კითხვა დაუსვა, ასტურიელი სპეციალისტის პასუხმა კი ბევრი გააკვირვა.

– 2010 წელს ვისენტე დელ ბოსკეს ჰკითხეს, ფეხბურთელობის შემთხვევაში ესპანეთის ნაკრების რომელი მოთამაშის ადგილას ყოფნას ისურვებდა. მან კი უპასუხა, რომ ისურვებდა სერხიო ბუსკეტსი იყოს. მინდა იგივე კითხვა თქვენც დაგისვათ…

– მე ვისურვებდი ჟორდი ალბა ვიყო, თუმცა მასზე ცოტათი მაღალი ვარ.

“ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჟორდი ალბა ეროვნულ გუნდში გვეხმო. ის გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი იქნება.” – დაამატა ლუის ენრიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Onl Y Human
    schedule 09 ნოე 2018, 20:10

    მესისთვის პასების გაკეთება მოგინდა ხო ლუჩო joy

  • MARI=BARCA-fan
    schedule 09 ნოე 2018, 10:04

    რას ერჩით ხალხო, მაგრად უყვარს ბარსა და მაინცდამაინც პირდაპირ ეთერში გინდათ თქვას რომ მაგიტომ ვასვენებ ბარსას ფეხბურთელებსო? თან სერიოზული თამაშები არაა, რეალი რამენაირად "გაუმკლავდება"! smile

  • davidus2020
    schedule 09 ნოე 2018, 01:52

    ლუჩომ მგონი ღომი ჭამა!!! დაჭკვა გაეხსნა

  • LashaBarca
    schedule 09 ნოე 2018, 01:01

    ჯიგარი ხარ ლუჩო