“ინტერთან” მატჩის შემდეგ, კომენტარი “ბარსელონას” ნახევარდაცვის ლიდერმა, სერხიო ბუსკეტსმაც გააკეთა.
“საუკეთესო მოთამაშის გარეშე, ჩვენმა გუნდმა ბოლო დღეებში წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. თუმცა, მაინც უკეთესი იქნება, თუ ის ძალიან მალე დაბრუნდება.
პირველი ტაიმი უკეთესი იყო, ვიდრე მეორე. მეორე ნახევარი გახსნილი იყო და “ინტერი” პრესინგს უფრო ცდილობდა.
მალკომი შესანიშნავი ბავშვია. ის ბევრს შრომობს იმისთვის, რომ გუნდში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს”. – თქვა ბუსკეტსმა.




მესი რომ ყოფილიყო მატჩი სხვანაირად წავიდოდა
კი ზუსტად ის კლასი დააკლდა შეტევას რაც მესის აქვს , თორე ისე პრესინგიც მაღალ დონეზე იყო და ზოგადად მშვენიერი მატჩი ჩაატარეს მაგრამ შეტევაში იყო ძაან ქაოსი
მესი მაგ მომენტებიდან დუბლს მაინც გაჩარხავდა სავარაუდოდ.
მართალია