დღეს მილანური “ინტერი” “სან სიროზე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლებს.
ამ დროისათვის “ინტერმა” 73 500 ბილეთი გაყიდა (სულ “სან სიროზე” 80 ათასი გულშემატკივარი ეტევა) და ამით 5.8 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ეს იტალიურ ფეხბურთში სარეკორდო თანხაა, რომელიც გუნდებმა ერთი კონკრეტული მატჩის ბილეთების გაყიდვით გამოიმუშავეს.
წინა რეკორდი “რომას” ეკუთვნოდა. რომაელებმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” ჩატარებული მატჩის დროს 5.2 მილიონი ევროს ღიირებულების ბილეთები ამოყიდეს.




ანუ სრული ანშლაგი იქნება სტადიონზე რაც თამაშზეც აისახება
რამხელა მაყუთს ღუნავენ მარტო მაყურებლებით ყოველ თამაშში.