მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ ჟერარ პიკესთან ჩემპიონთა ლიგის მე-100 მატჩამდე

ინტერვიუ ჟერარ პიკესთან ჩემპიონთა ლიგის მე-100 მატჩამდე

ხვალ, “ბარსას” ყველაზე გამოცდილი მცველი, ჟერარ პიკე მშობლიურ გუნდთან ერთად თავის მე-100 ევროპულ მატჩს ჩაატარებს. ამის აღსანიშნავად, UEFA-მ ფებურთელთან ინტერვიუ მოამზადა. 

“ეს დღე ჩემთვის ნოსტალგიური იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რადგან ეს მიღწევა ნიშნავს, რომ კარგი კარიერა მქონდა. 

იტალიაში კარიერის ყველაზე კარგი და ცუდი მომენტები მქონდა. “სტადიო ოლიმპიკოზე” “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “რომასთან” მატჩები გამორჩეულია. 

ჩემპიონთა ლიგასთან “ბარსას” ნამდვილად კარგი ურთიერთობა აქვს. 2011 წელს, როცა “უემბლიზე” ფინალი მოვიგეთ, “იუნაიტედის” მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა შეგვაქო. ეს კი ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ შესანიშნავ რამეს მივაღწიეთ. 

ჩემპიონთა ლიგა ინდივიდუალურ დონეზე გაზრდაში და ემოციური მომენტების განცდაში დამეხმარა. 

ამ ტურნირის მოგება ყოველთვის რთულია, მაგრამ წელს ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომელსაც ამის გაკეთების უნარი გააჩნია”. – თქვა პიკემ ინტერვიუში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Messi, Iniesta
    schedule 06 ნოე 2018, 00:58

    საუკეთესო ხარ! heart_eyes