მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კატალონიის “ბარსელონასთან” გასამართი დაპირისპირების წინ მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.
“ბურთის კონტროლი მისი აღება და უბრალოდ გაგორება არ არის. “ბარსელონა” ასეთ სტილს უკვე მრავალი წელია მისდევს და კლუბი ყიდულობს ფეხბურთელებს, რომელთაც ბურთის დაჭერა კარგად გამოსდით. შესაძლოა, “ბარსელონას” ფეხბურთელები სხვა გუნდებში სირთულეებს გადააწყდნენ, მაგრამ არა კატალონიაში.
მე ვნახე თუ როგორ გამოდიოდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები “კამპ ნოუზე” მოსათელად მატჩის დაწყებამდე სულ რაღაც 10 წუთით ადრე. ჩვენ მათ ვკითხეთ კიდევაც, იქნებ სპორტდარბაზი ჰქონდათ, სადაც შეძლებდნენ მატჩისწინა მომზადებას, თუმცა ასე არ იყო.
მეტიც, ჩემმა ფეხბურთელებმა ისიც კი მითხრეს, რომ “ბარსელონას” მოთამაშეებმა მატჩის დღეს თავიანთი შვილები სკოლებიდან გამოიყვანეს და სტადიონზე თავიანთი მანქანებით მოვიდნენ. მატჩებისთვის ჩვენც რომ ანალოგიურად მოვემზადოთ, 0:18 დავმარცხდებით.” – განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ.




მართალია წინა დღეებში ტაქტიკურად თუ ფიზიკურად ყველაფერი კარგად დამუშავებული ექნებათ, მაგრამ თამაშის დღესაც ცოტა მეტი დრო რომ დაუთმონ ვარჯიშს კარგი იქნება
გვარდიოლა უნდა ამათ და გაწყვიტავს წელში ისე ავარჯიშებს
spagetii bazrobs kristalss:ddd
imis naxevarss arvarjishobenn barsashii ramdensac sxvaklubebshii avarjishebenn