“ბარსელონამ” “ინტერი” მესის გარეშე უკვე დაამარცხა

“ბარსელონამ” “ინტერი” მესის გარეშე უკვე დაამარცხა

ლიონელ მესის ტრავმა მაშინ, როცა რამდენიმე დღეში “ინტერთანაა” სათამაშო, “ბარსელონასთვის” სიახლე არაა. ანალოგიური სიტუაცია იყო 9 წლის წინ, როცა პეპ გვარდიოლას გუნდი “ნერაძურის” მესის და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მასპინძლობდა. 

“ახლა თუ მესის და იბრაჰიმოვიჩს ვათამაშებ, შეიძლება მათ ტრავმა გაუმიზეზდეთ და მე თავს მოვიკლავ”. – განაცხადა გვარდიოლამ. 

დანაკლისის მიუხედავად, კატალონიელებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. გოლები ჟერარ პიკემ და პედრომ შეაგდეს და მწვრთნელის თქმით, გუნდს მომდევნო შეხვედრისთვის თავდაჯერება მოემატა.  

აღსანიშნავია, რომ “ინტერის” შემდეგ “ბარსელონა” მაშინაც მადრიდის “რეალს” მასპინძლობდა. არგენტინელი უკვე გამოჯანმრთელებული იყო (რაც, სამწუხაროდ, ახლა ვერ განმეორდება), შვედი კი ცვლილებაზე გამოვიდა და ერთადერთი, გამარჯვების მომტანი გოლიც შეაგდო. 

ასე რომ, წარსულის გამეორების შემთხვევაში, “ბარსას” გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ. თუმცა, ამის გამო თავი დამშვიდებულად არ უნდა იგრძნონ ერნესტო ვალვერდემ და გუნდის ყველა ჯანმრთელმა ფეხბურთელმა. სასურველი შედეგის მისაღწევად მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ. 

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (8)

  • Bakero
    21 ოქტ 2018, 22:46

    ციტატა: ferreira10
    მაშინდელი და ეხლანდელი გუnდი შეადარეთ))

    გვარდიოლა:

    ვალდესი
    ალვეში პუიოლი პიკე აბიდალი
    ბუსკეცი
    ხავი კეიტა
    პედრი ანრი ინიესტა

    და ეხლა როგორ? დემბელეიბის არტურების ლანგლების სემოდოების ან დამძორებული სუარესის იმედზე? პლიუს სიკო ვალვერდე.

    სად ის ეპოქალურუ გუდი და სად ეს ვალვერდეს ხელში ჩავარდნილი ბარსელონა მითუმეტეს მესის გარეშე ჩვეულებრივი ბილბაო ვართ, სანამ ეს კაცი იქნება ბარსელონას მთავარი მწვრთნელი.. სრული უფანტაზიო იდიოტია. მესის გარეშე, კიარა მესისთან ერთად ვერ ათამაშებს გუნდს ადურისი და მესი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან.


    100% ! გეთანხმები ყველაფერში !

  • gelantia
    21 ოქტ 2018, 21:42

    რა უნდა დაწეროო?აჰა მაქსიმუმ ამინ 🙌🙌😔😔

  • SHOTAMESSI10
    21 ოქტ 2018, 21:33

    ევერტონში ანდრე გომესის დებიუტი შედგა კრისტალ პალასთან მოედანზე 82 წუთი ითამაშა

  • sergio busquets5
    21 ოქტ 2018, 21:09

    ციტატა: Mess10
    მესი რომ 3 კვირას მაზავს გასაგებია რომ ინტერთან და რეალთან არ იქნება და თუ არ შეწუხდებით იქნებ ჩამოწეროთ კიდე ვისთან მაზავს მესი თამაშებს :))))


    ციტატა: Mess10
    მესი რომ 3 კვირას მაზავს გასაგებია რომ ინტერთან და რეალთან არ იქნება და თუ არ შეწუხდებით იქნებ ჩამოწეროთ კიდე ვისთან მაზავს მესი თამაშებს :))))


    ციტატა: Mess10
    მესი რომ 3 კვირას მაზავს გასაგებია რომ ინტერთან და რეალთან არ იქნება და თუ არ შეწუხდებით იქნებ ჩამოწეროთ კიდე ვისთან მაზავს მესი თამაშებს :))))


    მესი არ იქნება: ინტერთან, რეალთან, რაიოსთან,ბეტისთან, ინტერთან მეორე მატჩსაც გამოტოვებს

    სევილიასთან" შეხვედრაში, "ბარსელონას" მოუვიდა უარესი, რაც კი შეიძლებოდა, რომ მოსვლოდა…

    ლიონელ მესი ფრანკო ვასკესთან ბრძოლაში მოედანზე წარუმატებლად დაეცა და მარჯვენა ხელი აიტკივა, სტადიონი შეძრწა. ექიმები დაახლოებით 10 წუთს ეხვეოდნენ თავს არგენტინელს და მხოლოდ ამის შემდეგ, გადახვეული ხელითა და გულშემატკივართა ოვაციების თანხლებით, მესიმ გასახდელისკენ მიეშურა. მან ამ შეხვედრაში 17 წუთი გაატარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კოუტინიოზე საგოლე გადაცემა გაეკეთებინა და თავადაც გაეტანა.

    ზოგადად, "სევილიასთან" მატჩის 20 წუთში გულშემატკივარმა უამრავი ქმედება იხილა. მათ პატივი მიაგეს 6 ოქტომბერს გარდაცვლილ მომღერალს, მონსერატ კაბალიეს, შემდეგ ორი, შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გატანილი გოლი, "სევილიას" ძელი და მესის ტრავმა. დარჩენილ დროში კი, იყო მესის გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" ხილვის საშუალება. ამან პირველი კითხვა გამოიწვია.

    რად ღირს "ბარსელონა" მესის გარეშე?

    გუნდის არგენტინელზე დამოკიდებულების შემოწმების საშუალება არც ისე ხშირად ხდება გვეძლევა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში "ბარსას" ეს შესაძლებლობა მიეცა და ტესტმა შემდეგი რამ დაადგინა: გუნდი + მესი = 2:0 "სევილიასთან", თანაც, 20 წუთში. ხოლო მესის გარეშე დარჩენილმა გუნდმა, 70 წუთში, "სევილიასთან", ფრე, 2:2 ითამაშა. დამოკიდებულებაზე კითხვები კიდევ არსებობს?

    თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ გოლების რაოდენობით და მატჩის შედეგით არ ისაზღვრება. არგენტინელის მოედნიდან გასვლის შემდეგ, ორივე გუნდს მინიმუმ 5-5 გოლის გატანა შეეძლო. საბოლოო ანგარიში – უკვე ცალკეული დეტალებია. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლეოს გარეშე, ფეხბურთელები არამარტო გოლების ნაკლებობას განიცდიან.

    შეკითხვები, რომლებსაც, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ბარსელონა იწვევს

    მას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ძალიან ცოტას დარბის, მაგრამ, მესიმ ძალიან კარგად იცის, როდის უნდა ჩაერთოს თამაშში და აქცენტი ნახევარდაცვიდან შეტევაზე გადაიტანოს. მას შეუძლია ღრმად, ბურთის ამოსატანად დაბრუნებაც კი, როდესაც ნახევარმცველებს წინსვლის და ბურთის კონტროლის პრობლემა აქვთ.

    მესიზე საუბრისას, ჩვენ ხშირად გვავიწყდება მეორეხარისხოვანიფ აქტორები, ისეთი, როგორიცაა მოედნის ხედვა, პრესინგის მიუხედავად პასის გაკეთების შესაძლებლობა, ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანის ცოდნა და მხოლოდ ერთი მოძრაობით თამაშის ასწრაფების საშუალებაც. ეს არის წვრილმანები, რომლებიც საგრძნობლად იკარგება გოლების და საუკეთესოობისათვის ბრძოლის ფონზე. აქედან გამომდინარეობს ცუდი ამბავიც: მესის გარეშე "ბარსა" კარგავს არამარტო გოლეადორს და ასისტენს, არამედ საუკეთესო თვისებების მქონე ფეხბურთელსაც.

    სხვა სიტყვებით, "ბარსელონას" ბურთის კონტროლის ხარისხი ეკარგება, მის გარეშე, ბურთის ფლობა სტერილური ხდება. სივრცეების შექმნისთვის, გუნდს გახსნა და გარისკვა უწევს. მესისთან ერთად, ფეხბურთელებს სივრეები გარანტირებული აქვთ, მის გარეშე კი, თითოეულ მოთამაშეს, მეტოქესთან ერთი ერთზე ბრძოლით უწევს სივრცეების გამონახვა.

    როგორ უნდა მოთავსდნენ მოედანზე ერთად, კოუტინიო და დემბელე?

    როდესაც მესი მოედანზეა, კოუტინიოს და დემბელეს ერთად დაყენება – უდიდესი რისკია. ასეთ შემთხვევაში, ბურთის დაკარგვის შემდეგ, "ბარსა" საგრძნობლად სუსტდება. ანუ, ტოპ-მატჩებისთვის ეს ზედმეტად დიდი რისკია. დემბელე ნახევარმცველი კი არა, ვინგერია, კოუტინიო კი, ცენტრალური ნახევარმცველისთვის, პოზიციას საკმაოდ ხშირად კარგავს, იმისთვის, რომ ბუსკეტსის და რაკიტიჩის გვერდით მშვიდა დდააყენო. მთავარი ისაა, რომ დემბელეც და კოუტინიოც ხშირად ერთ ფლანგზე გადადიან და ასეთ დროს, ეს ფლანგი მეტოქის კონტრშეტევისთვის იდეალურია.

    ამიტომ, ვალვერდეს მიერ დემბელეს სკამზე დატოვების გადაწყვეტილება – აბსოლუტურად გასაგებია. ასე, ის მოედნის ცენტრში კიდევ ერთ დისციპლინირებულ ფეხბურთელს იღებს, კოუტინიოს კი მის საყვარელ პოზიციაზე – შეტევის მარცხენა ნახევარფლანგზე აყენებს. ასე ყველაფერი იდეალურადაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დემბელეს შეძენის საჭიროება კვლავ არ არის აშკარა.

    ნეიმარის დაკარგვის შემდეგ, პრესაში შეიძლებოდა იმის წაკითხვა, რომ დემბელეს ტრანსფერი, ეგრედწოდებული პანიკური შენაძენია. მაშინ ეს უფრო სპეკულაციებს ჰგავდა, მაგრამ, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და შეკითხვა, თუ რისთვის სჭირდება დემბელე გუნდს – კვლავ არარითორიკულია. ის, რა თქმა უნდა საჭიროა, თუნდაც ისეთი ლამაზი გოლებისთვის, როგორიც მან ჩემპიონთა ლიგაზე, "პსვ-ს" კარსი გაიტანა, მაგრამ, ღირს ეს 100 მილიონი? ასეთი ფულის სანაცვლოდ შესაძლებელია საკვანძო ფეხბურთელის შეძენა, იმის, ვინც თამაშის შეცვლას მოახერხებს.

    სიტუაციის წარმოდგენა, რომლის შემთხვევაშიც, დემბელე გუნდში საკვანძო როლს ასრულებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ, ამას დიდი ცვლილებები სჭირდება: მაგალითად, სქემის შეცვლა, ეს კი, კიდევ ერთ შეკითხვას იწვევს.

    რატომ დაუბრუნდა ვალვერდე 4-3-3-ს?

    "ბასკი" – კონსერვატორია. მას უყვარს 4-4-2 სქემა, რომელსაც, ბურთის ფლობის დაკარგვის შემთხვევაში, ნაკლები რისკი მოაქვს. გასულ სეზონში, მისი "ბარსელონა", გასულ სეზონში, ევროპაში საუკეთესო ფეხბურთი სწორედ 4-4-2 სქემით ითამაშა, რომელიც, შეტევის დროს, პაულინიოს გადაადგილების ხარჯზე, 4-3-3-ად იქცეოდა. სწორედ მაშინ გაირკვა, რაში სჭირდებოდა გუნდს დემბელე.

    არტურო ვიდალის ტრანსფერი გვანიშნებდა, რომ მიმდინარე სეზონშიც იგივე გაგრძელდებოდა. ვიდალი – პაულინიოს იდეალური შემცვლელია, მეტიც, ბრაზილიელთან შედარებით ის გაძლიერებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მსგავს სტილში უკვე მრავალი წლის მანძილზე, თანაც, ტოპ-დონეზე თამაშობს. თუმცა, ამის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ 4-3-3-ზე გადასვლა, რამაც დემბელეს და კოუტინიოს მოედანზე ერთად გამწესების პრობლემა გამოიწვია. "ბარსელონა" ეპიზოდურად წააგავს წინა სეზონის საუკეთესო ვერსიას, მაგრამ, იშვიათად და არასტაბილურად. შედეგი მესის მოაქვს. ჩვენ იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ ახლა, "ბარსელონა" უფრო დაბალანსებული გუნდია, ვიდრე ლუის ენრიკეს გუნდში ყოფნის ბოლო სეზონში. ვიდალი კი, საერთოდაც, პრობლემად იქცა.

    შეკითხვები, რომლებსაც, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ბარსელონა იწვევს

    რატომ არ თამაშობს არტურო ვიდალი?

    ჩილელი სკამზე ჯდომით იმდენად დაიღალა, რომ უკვე სიბრაზის გამოჩენა დაიწყო. კი, მან მოიბოდიშა, კლუბი მას გაესაუბრა, ვალვერდემ კი აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა შეიგნო, რომ საკუთარ თავს უფრო ავნო, ვიდრე ვინმ სხვას და ეს სწორია. მაგრამ, ეს არ გვცემს პასუხს იმაზე, თუ რატომ არ თამაშობს ვიდალი.

    შესაძლოა, ივან რაკიტიჩმა ერნესტო ვალვერდეზე რაღც საიშუმლო იცის. სხვაგვარად, შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ თამაშობს 30 წლის ხორვატი, რომელსაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და დამღლელი როლი აკისრია, თითქმის ყველაზე მეტს. რაკიტიჩი შესანიშნავია, საუბარი არ არის, მაგრამ, ცოტა არ იყოს გასაკვირია როტაციის არ არსებობა, როდესაც ერთ პოზიციაზე ორი მშვენიერი ფეხბურთელია გუნდში. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ "სევილიასთან" შეხვედრაში, პირველივე წუთებიდან მოედანზე არტური გამოჩნდა, მეორე ტაიმში კი, მის ნაცვლად მოედანზე ვიდალი არ გამოჩენილა. თუ არ ჩავთვლით მესის იძულებით ცვლილებას, ვალვერდემ მოედანზე სერხი რობერტო და მუნირი შეიყვანა – ორივე, როდესაც შედეგი უკვე ეჭვებს არ იწვევდა. შეიძინო ტოპ-ფეხბურთელი, უმნიშვნელოვანესი პოზიციისთვის და მისი აღზრდით დაკავდე, იმის ნაცვლად, რომ ათამაშო? გასაკვირია.

    მიმდინარე სეზონის სტარტზე, "ბარსელონას" ხშირად ძალიან არ უმართლებდა. როდესაც გუნდი მატჩებს ვერ იგებდა, თითქმის ყოველთვის, დომინირებდა და იმდენ საგოლე მომენტს ქმნიდა, მინიმუმ გამარჯვებისთვის რომ საკმარისი ყოფილიყო. "ბარსა" – ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ, გუნდს ისეთი მიზნები აქვს, რომლის შესრულებასაც არა დიდი სიძლიერე, არამედ იდეალურობა სჭირდება…

  • Messi is the god
    21 ოქტ 2018, 20:50

    ბარსა მესი არაა მარტო , ბარსა იყო არის და იქნება გრანდების და ყველას ღამის კოშმარი !!! ასე რომ ინტერსაც გავიგდებთ და იმ პეტუხებსაც!!! შენ კიდე მალე გამოჯამრთელება ყველა დროის ნ 1 ო ❤️

  • basa7
    21 ოქტ 2018, 20:43

    ამ ყველაფერს თავისი პიუსები აქვს. მესის არ ყოფნა ცვენთვის ძალიან ცუდია და არ გამოვრიცხავ წავაგოტ კიდეც მაგრამ , სამაგიეროდ გუნდმა იქნებ თავისი თავი იპოვოს და უფრო გაიხსნას

  • Mess10
    21 ოქტ 2018, 20:41

    მესი რომ 3 კვირას მაზავს გასაგებია რომ ინტერთან და რეალთან არ იქნება და თუ არ შეწუხდებით იქნებ ჩამოწეროთ კიდე ვისთან მაზავს მესი თამაშებს :))))

  • sergio busquets5
    21 ოქტ 2018, 20:36

    მე მჯერა მოვიგებთ ❤️