სანაკრებო პაუზის შემდეგ, არტურო ვიდალი “ბარსელონაში” ახალი ენერგიით დაბრუნებას და გუნდში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლას აპირებს.
“მგონი 6 თუ 7 თვეა, ზედიზედ ორი თამაში სრულად არ ჩამიტარებია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ისევ მოხდა. ახლა, მთელი გულით ბარსელონაში ჩემი ადგილის მოპოვებას ვეცდები. ყველაფერისთვის ბრძოლას ვაპირებ”. – ამბობს ვიდალი.
ჩილელი ნახევარმცველი “ბარსაში” ახლახანს გადმოვიდა, მაგრამ სკანდალში გახვევა, კრიტიკა და უარყოფითი კომენტარები უკვე იყო. რაც შეეხება თამაშს, არტუროს არც ისე დიდი დრო ეძლევა და ზაფხულის შემდეგ, კატალონიელებთან ერთად მოედანზე 90 წუთი გატარებული არ აქვს.


იმსახურებს
atamashdes da mivesalmebi vidals dziritadshi dzalian mebrdzolia magram ragac aklia dziritadistvis 😀