გუშინ ღამით, ერთა ლიგაზე, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ექს-ჩემპიონს უმასპინძლა. საფრანგეთის და გერმანიის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა.
ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, როცა უგო ლორისის კარში დანიშნული პენალტი გოლად ტონი კროოსმა აქცია. პირველი ტაიმი ასე დასრულდა, მეორე ნახევარში კი თავი ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა, რომელმაც 62-ე წუთზე თავით შეაგდო, 80-ზე კი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში – 2:1 – დააფიქსირა.
“ბარსელონას” შემტევმა, უსმან დემბელემ მოედანზე მატჩის ბოლო წუთები გაატარა. მან 86-ე წუთზე კილიან მბაპე შეცვალა.
ამ გამარჯვების შემდეგ, სამ თამაშში მოპოვებული 7 ქულით საფრანგეთის ნაკრები პირველ ადგილზეა, გერმანიას კი მხოლოდ 1 ქულა აქვს. ჰოლანდიის ნაკრები კი, რომელსაც ორი მატჩი აქვს ჩატარებული, 3 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.
![დემბელეს საფრანგეთმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)



გერმანიის ნაკრები გაბანძდა