მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოუგებელი სერია დასრულდა: “ბარსელონამ” “ტოტენჰემი” სტუმრად დაამარცხა

მოუგებელი სერია დასრულდა: “ბარსელონამ” “ტოტენჰემი” სტუმრად დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, “ბარსელონა” “უემბლიზე” “ტოტენჰემს” ეწვია. მატჩი, განსაკუთრებით მისი რამდენიმე წუთიანი ნაწილი, საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა კატალონიელებმა გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლეს. 

ერნესტო ვალვერდეს გუნდი თამაშის დაწყებისთანავე ფილიპე კოუტინიომ დააწინაურა, რასაც 28-ე წუთზე ივან რაკიტიჩის ულამაზესი გოლი მოყვა. მეორე ტაიმის სტარტზე სხვაობა ჰარი კეინმა შეამცირა, რასაც მალე გოლით ლეო მესიმ უპასუხა. მატჩში ინტრიგა 66-ე წუთზე დაბრუნდა, როცა “ბარსას” კარში ბურთი ერიკ ლამელამ შეაგდო, თუმცა ლონდონელებმა გათანაბრება ვერ მოახერხეს და 90 წუთზე კიდევ ერთი გოლი მიიღეს: საბოლოო ანგარიში, 2-4, “ბარსელონას” კაპიტანმა დააფიქსირა, რომელიც 5 გოლით ამ დროისთვის ტურნირის ბომბარდირია. 

მომდევნო ტურში, 24 ოქტომბერს, “ბარსელონა” “ინტერს” უმასპინძლებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • Gito
    schedule 04 ოქტ 2018, 13:20

    ზიზუს რეალს წააგავს ბარსა თითქოს,ლიგაზე სულ სხვა მოტივაციით არიან.

  • dshvelidze
    schedule 04 ოქტ 2018, 11:24

    კარგია ეხლა ინტერიც უნდა დავამარცხოთ.
    7 ოქტომბერს კაი განწყობით შეხვდებიან.ამოტენონ ეს დებილი ვალენსიაც რა

  • MARI=BARCA-fan
    schedule 04 ოქტ 2018, 10:54

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: Kaifarik02
    ძაან მაგარი იგრა იყო. რაკეტამ კი შეასრულა და ყველა გააჩუმა:)))) მომენტ ლალიგის დედავატირე მთავარი ყველაზე ლიგა დაიდოს თორე ამ ახვართა ჯოგი უკვე ისე გაბლატავდა სამი ლიგით ზდიზედ რომ მეტი არ შეიძლება. კი წაკუზეს გუშინ ლუჟნიკებში მაგრამ მაინც:))) მოვა 28 ოკტომბერიც და კამპ ნოუ😂😂😂


    გააჩუმა არა ბენზემა გოლის მეტი არაფერი გაუკეთებია ვაფშე


    ნეტა სულ გოლები გაიტანოს ხოლმე და სხვას აღარაფერს მოვთხოვთ! smile smile smile წუხანდელი "რაკეტა" გოლი ულამაზესი იყო! გვარს ამართლებს! bowtie

  • sergio busquets5
    schedule 04 ოქტ 2018, 08:25

    ლიგაზე აშკარად კარგად გამოიყურებიან

  • buka971
    schedule 04 ოქტ 2018, 01:05

    დე ლიხტი მოსაყვანია აუცილებლად დაცვაში დომხალიააა !!!

  • BaRCeLoNiSiMOo
    schedule 04 ოქტ 2018, 01:04

    არტური იყო ძალიან კარგი მეტი დრო მიცეს უნდა აუცილეად. ძალიან კარგად ფარავს ბურთს და ხავის ტრიალებიც მახსენდება. დღეს ბწვრჯერ შეინარჩუნა რთულ სიტუაციაში ბურთი და გამოჩნდა რაც შეუძლია მარა მეტი დრო ჭირდება აუცილებლად.

  • Barca_MNS
    schedule 04 ოქტ 2018, 01:03

    ციტატა: ბათუმსკი92
    დაცვაში დიდი დომფხალიზაციაა და რა ეშველება არ ვიცი


    უმტიტი – დე ლიხტი დუეტში 😀

  • MAYER
    schedule 04 ოქტ 2018, 01:03

    ციტატა: ბათუმსკი92
    დაცვაში დიდი დომფხალიზაციაა და რა ეშველება არ ვიცი


    უმტიტის არ ყოფნა შეეტყო და პიკეს ასაკიც

  • ბათუმსკი92
    schedule 04 ოქტ 2018, 00:59

    დაცვაში დიდი დომფხალიზაციაა და რა ეშველება არ ვიცი