“ბილბაოსთან” თამაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარიერაში გამოსარჩევი ნამდვილად არ იყო, თუმცა მას გერმანელი მეკარისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა: ამ მატჩში, ის “ბარსელონას” მაისურით მოედანზე 150-ედ გავიდა.
ტერ შტეგენის დებიუტი 2014 წლის 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე აპოელთან შეხვედრაში შედგა. ამის შემდეგ ჩატარებული მატჩებიდან “მიონხენგლადბახის” ყოფილმა მოთამაშემ გუნდთან ერთად 109-ში გაიმარჯვა 24 ფრედ დაასრულა, 17 კი წააგო. სულ, მის კარში 138 გოლი გავიდა.
“კამპ ნოუზე” გატარებულ ოთხ წელიწადში მარკმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის სუპერ თასი, 3 ლა ლიგა, 4 კოპა დელ რეი და გულშემატკივრების ნდობა.



გილოცავ
ვულოცავ იმედია კარიერას აქვე. დაასრულებს
გილოცავ