“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, “ბილბაოსთან” გამართული თამაშის (1:1) შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ შეგვიძლია, არ ვიყოთ მესიზე დამოკიდებულები. ეს თამაში მოედანზე მის შემოსვლამდე უნდა მოგვეგო. სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ “ბარსა”.
რა თქმა უნდა, ბოლო შედეგები გაბრაზებას იწვევს. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. პროფესიონალები ვართ და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.
ყველაფერი ვეცადეთ, მაგრამ გარემოებებმა ხელი არ შეგვიწყო. მეტოქემ ერთადერთი შანსი გამოიყენა და ეს გულდასაწყვეტია.”
არა არ შეგიძლიათ.
სუარეს ჭიჭვეიშვილის დონის ფეხბურთელი გახდი უკვე , ნაკლები ილაპარაკე ბევრი ივარჯიშე
შენ გირჩევთ მოუმატა და გოლების შეყრა დაიწყო
ანდრე სილვა ან ფირმინო გვჭირდება უეჭველი