მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალტერნატიული ვარიანტი ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის

ალტერნატიული ვარიანტი ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის

ნახევარდაცვის გასაძლიერებლად, “ბარსელონა” ფრენკი დე იონგის ან ადრიან რაბიოს შეძენას აპირებს. კატალონიელებს მცდელობა ამ ზაფხულშიც ჰქონდათ, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ასე რომ, კლუბის სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალისთვის ამ ფეხბურთელების ალტერნატივის ძიება ურიგო არ იქნება. ასეთი ფეხბურთელი რამდენიმეა, მათ შორის ერთი კი გამორჩეულია.  

გასულ სეზონში, “ვულვერჰემპტონმა” პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა და ამაში დიდი წვლილი ახალგაზრდა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რუბენ ნევეშმა შეიტანა, ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატშია, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნევეშს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად “ვულვზი” არ ყოფნის. მისი კლუბიდან წასვლა ალბათ დროის ამბავია და წესით, “ბარსას” ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა აწყობდეს. 

21 წლის ნევეში დაცვითი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ შეტევებში ჩართვას და მათ ორგანიზებას არ ერიდება. ის პასების სიზუსტით და ძლიერი შორეული დარტყმებითაც გამოირჩევა. 

თუ “ბარსელონა” შეთავაზების გაკეთებას გადაწყვეტებს, კონკურენციის გაწევა “მანჩესტერ სიტის” და “იუნაიტედისთვის” მოუწევს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (15)

  • sherlok007
    schedule 06 სექ 2018, 16:30

    ესს ძალიან მაგარი ბიჭიაა ვინც არ იცით ნახეთ როგორი იყო პორტუში და მერე ვულვზში რეებს აკეთებდაა ახალგაზრდაა ჩამშლელადაც დადგებაა. დე იონგს 100ჯერ ჯობია დამიჯერეთ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 06 სექ 2018, 14:13

    მოკლედ ნახევარდაცვას აგროვებენ დასამწნილებლად worried

  • sergio busquets5
    schedule 06 სექ 2018, 13:30

    ძალიან კაი იქნება თუ ამას მოიყვანენ

  • katalomia
    schedule 06 სექ 2018, 13:07

    Seriozuli talantia es NEVESHI.
    Bevr funqcias ertdroulad utavsebs naxevarmcvelis tamashs, rac ishviatia dgevandel axalgazrdebshi…. ase ro vtqvad busis – korpusi da sayrdenoba, xaviestas – pasi, xedva moednis, cous – shoridan dartymis stili da mizani da plus kide dartymis dzala romeluc dzaan sachiroa dgevandel barcashi…
    Itamashebs es bichi did da swor fexburts.

  • basa7
    schedule 06 სექ 2018, 12:57

    მაგ პრინციპით რაღა ეს, ტილემანსი მოიყვანონ, ეგ ურტყამს თუ ურტყამს შორიდან, ესეც არ ჩანს ცუდი ბიჭი მაგრამ შორიდან დარტყმებში ტილმანსი ამას კი არა უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავებზე უკეთესია

  • barcelona87
    schedule 06 სექ 2018, 12:15

    Pogba de jongi gvinda sastikad da katastrofulad

  • MAYER
    schedule 06 სექ 2018, 11:41

    ციტატა: KING_BARCA
    ნახევარ დაცვაში დიდი კონკურენციაა….


    უნდა იყოს აბა როცა ასეთი ლეგენდები მიდიან როგორც ინიესტა და ხავი რას უნდა ველოდოთ 10წელზე მეტი უკონკურენტო ნახევარდაცვა გვყავდა

  • philipe coutinho
    schedule 06 სექ 2018, 11:11

    ძლივს ვიღაცამ მიაქცია ყურადღება…..მარტო ამის გამო ვუყურებდი ვულვზის თამაშებს ჩემპიონშიპში თუ მოიყვანენ არ იქნება ცუდი მარამ ვფიქრობ მისთვისვე ჯობია პრემიერლიგაში თუ დარჩება

  • GIo-GxP-FCB
    schedule 06 სექ 2018, 09:52

    არ მიმაჩნია სწორად პრემიერლიგიდან ლალიგაში მოყვანა იგროკების ლალიგა სუ სხვა დონეა სხვა ფეხბურთია მგონია რო ვერ გაამართლებს და დაიკარგება

  • Korleone
    schedule 06 სექ 2018, 09:46

    ბევრი კარგი ახალგაზრდაა მარა არჩევა უნდა ყველას ვერიყიდი. ესე ბუსკეცის შემცვლელის ამის მაგ ადგილზე კიდე ამის გარდა დეიონგი და ორიოლ ბუსკეცი არიან. მე პირადად ორიოლ ბუსკეცს ვამჯობინე დიდი მაინც ლამასიაა.

  • lurjibroweuli
    schedule 06 სექ 2018, 08:39

    კაკას სტილიში აღნიშნული გოლი. მაგარი კაცია კაკა. განსხვავებული და კლასნიიი

  • LuuKaa2002
    schedule 06 სექ 2018, 08:07

    ეს TSLა მართლა ძალიან მაგარია ამის გამო რამნდენ თამაშს ვუყურებდო ვულვზის და კიდე ვუყურებ ეხლა მითუმეტეს დიდ გუნდებთან მაგარია მინდა ამის მოსვლა

  • Koswia
    schedule 06 სექ 2018, 02:14

    Es magari bichia portushiic kargad gamoiyureboda

  • George W. Bush
    schedule 06 სექ 2018, 02:09

    თქვენ გომეში უნდა გენახათ ვალენსიაში რას შვრებოდა

  • MisterD
    schedule 06 სექ 2018, 01:31

    აუცილებლად დავიწყებ ვულვზის თამაშების ყურებას, საინტერესო ბიჭია წარმომიდგენია ამის კოუს და მესის შორეული დარტყმები ატლეტიკოსნაირ გუნდებთან, თან ასეთ ასაკში ასეთი აღნაგობოთ, ხედვით და პასის სიზუსტით, ძალიან მინდა ამ ბიჭის ბარსაში ხილვა