Sport-ის ცნობით, “ბარსელონა” 19 წლის ურუგვაელი ცენტრალური მცველის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.
რონალდ არაუხო მონტევიდეოს “ბოსტონ რივერის” შემადგენლობაში თამაშობს და ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. მისი ტრანსფერი “ბარსას” 5 მილიონი ევრო დაუჯდება.
არაუხოს ერთ-ერთი გამორჩეული თვისება საჰაერო ორთაბრძოლებში სიძლიერეა. მისი სიმაღლე 188 სმ-ია და თამაშის სტილით თავის თანამემამულე “ატლეტიკოს” მცველებს, გოდინსა და ხიმენესს წააგავს.
შეთანხმება ოფიციალურად, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში დადასტურდება. ფეხბურთელი მომდევნო სეზონს “ბარსა ბ”-ში გაატარებს.




აბა,არაევროპელის ლიმიტიო? გასაგებია "ბარსა: ბ-ს ლიმიტი არ სჭირდება მარა…იერი მინა ძალიან დააკლდება გუნდს.
კარგია ბარსა ბესთვის , იმედია გამოასწორებენ დაცვაში თამაშს ,მაგრამ ჩემი აზრით ლა მასიაში უფრო ევროპელ ფეხბურთელებს უნდა მიაქციონ დიდი ყურადღება
მომწონს ვაგეც რომ იყიდეს და ამასაც რომ ყიდულობენ … დაცვას ყურადღება ექცევა რაც კარგია.. გაძლიერდება ბე გუნდიც.. რაც პირველ გუნდს წაადგება
რა ჯანდაბად უნდათ ესეთები ბარსა ბ-შიც გვყავს
დელიხტი მოიყვანონ ამ დებილებმა დელიხტიიი
მიესალმეთ მომავალ მარლონ სანტოსს ამასაც ანალოგიური პრობლემა. ექნება