“ბარსელონას” ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მაროკოში ჩაფრინდნენ. ქალაქ ტანჟერში დღეს გუნდი სეზონის პირველი ოფიციალურ (ფეხბურთის ფედერაციის აზრის გათვალისწინებით, ეს სადავოა) მატჩს გამართავს.
შეხვედრას “ბარსას” პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ და დირექტორთა საბჭოს წევრებიც დაესწრებიან.
როგორც იცით, “სევილიას” წინააღმდეგ მატჩისთვის, ერნესტო ვალვერდემ განაცხადში ძირითადი გუნდის ყველა წევრთან, მათ შორის ტრავმირებულ დენისსა და დისკვალიფიცირებულ რობერტოსთან ერთად, ორი რეზერვისტი, რიკი პუჩი და ხუან მირანდაც შეიყვანა. ასე რომ, გამარჯვების შემთხვევაში, “ბარსელონა” ესპანეთის სუპერ თასის მოპოვებას სრული შემადგენლობით შეხვდება.



წარმატებები!!!
Shemartebit arian ganwyobiliebi kai
Midit bijebo