ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დააანონსა, რომ ქვეყნის სუპერ თასის მატჩში, რომელიც ხვალ გაიმართება, კლუბებს ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე ფეხბურთელების რაოდენობაზე შეზღუდვა არ ექნებათ.
“ესპანეთის სუპერ თასი პროფესიონალურ მატჩად არ კლასიფიცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული. იმ წესის მიხედვით კი, რომელიც ასეთ შეხვედრებთანაა დაკავშირებული, გუნდებს შემადგენლობის შერჩევის დროს შეზღუდვა არ აქვთ”. – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც კატალონიური Sport ციტირებს.
ასე რომ, ფედერაცია ესპანეთის სუპერ თასს ამხანაგურ ტურნირად განიხილავს და “ბარსელონას” “სევილიას” წინააღმდეგ მოედანზე ნებისმიერი ფეხბურთელის გაყვანის უფლება ექნება, მათ შორის, ერთდროულად ფილიპე კოუტინიოს, მალკომის, არტურის, ვიდალისა და მარლონ სანტოსის.



რატო განიხილავენ ამხანაგურ თამაშად ესენი ვერ არიან დალაგებულები
ფედერაციაში ყველა ესეთი მზე რატოა? :/ თასი თამაშდება ქოთანი ხო არა 😀
ოფიციალური თამაშია და ტიტული თამაშდება და რატომ უნდა განიხილებოდეს როგორც ამხანაგური თამაში