“ბარსელონაში” მოსვლამდე, არტურო ვიდალმა გრძელი გზა გაიარა. ის “ბაიერნში”, “იუვენტუსში”, “ლევერკუზენში”, იქამდე კი ჩილურ “კოლო კოლოში” თამაშობდა. როგორც თვითონ ამბობს, მან ფეხბურთის თამაშის დაწყება იმ ცუდი პირობების გამოსწორებისთვის გადაწყვიტა, რაც მაშინ მის ოჯახს ჰქონდა.
“ბავშვობიდან, პირველ რიგში, ჩემს ოჯახში შიმშილი და სიცივე მახსენდება. დედაჩემი თავგანწირვით შრომობდა იმისთვის, რომ რაღაც მაინც გვქონოდა.
14 წლის ვიყავი. ის სახლში დაქანცული მოვიდა. იმ დღეს გადავწყვიტე, რომ ამის განმეორებას აღარ დავუშვებდი. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს წვალება უნდა დამესრულებინა, ამისთვის კი ერთი გზა მქონდა: პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა უნდა ამეწყო.
იმ დღის შემდეგ, სამჯერ, ოთხჯერ, ათჯერ უფრო მეტი დატვირთვით ვვარჯიშობდი და ჩემი მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოდი.
ამ დროის გახსენება ყოველთვის ძალას მმატებს, რადგან ვხვდები, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა, ცხოვრების საუკეთესო მომენტები მაჩუქა. მოვახერხე, დედაჩემის სახეზე ღიმილი ისევ დამებრუნებინა და ჩემს შვილებს ბედნიერი ბავშვობა ჰქონოდათ, ბევრად უკეთესი, ვიდრე მე მქონდა. ეს ძალიან მახარებს”.



Danarchenshi jobia
Arturi_passi.burtis dachera.asaki
Rafinia_passi.mravalmxrivi
Denisi_passi.siswrafe.teqnika.asaki
Raketa_ar svams
:დდდდდ
ამ ფუტბალისტში თმების სტილი არმომწონს მხოლოდ
Es mxolod jilkis gamo iqneba barsas dziritadshi da tavit tamashis
Danarchenshi jobia
Arturi_passi.burtis dachera.asaki
Rafinia_passi.mravalmxrivi
Denisi_passi.siswrafe.teqnika.asaki
Raketa_ar svams
ვიდალი მებრძოლი ფეხბურთელია და ათამაშდება მაგრად.