28 თანაგუნდელის მსგავსად, უსმან დემბელეც ამერიკაშია, თუმცა, “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, მოახლოებულ საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩებზე ფიქრით თავის შეწუხება არ უწევს.
21 წლის ფრანგი მეგობრებთან ერთად მაიამიში ისვენებს. Sport-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, ის “მაიამი ჰიტის” დარბაზს ესტუმრა და ძალები კალათბურთში მოსინჯა. თუ სოციალურ ქსელში მისი პოსტებით ვიმსჯელებთ, დემბელე პრესაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რომლებიც უსმანს “ბარსელონას” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, მშვიდ განწყობაზეა.
ახალგაზრდა შემტევი გუნდს ტურნირის დასრულების შემდეგ, კატალონიაში შეუერთდება, მანამდე კი აშშ-ში დაისვენებს და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მომდევნო სეზონში მის გამოსვლაზე დადებითად აისახება.




ამ შემთხვევაში დასვენება არ გამოადგება მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ეთამაშა კიდე ხო , მაგრამ სკამზე იჯდა მთელი ტურნირი და არ ეყოპა დასვენება?
ეს მაგრად ითამაშებს მომდევნო სეზონში.
დემბრუკი რა ბაზარია რასელ ვესბროკი ევასება???