“ჩელსის” შემტევი, ვილიანი იმ მოთამაშეთა შორისაა, რომლის შეძენასაც “ბარსა” უმიზნებს. The Sun-ის ცნობით, ფეხბურთელს ლონდონში დარჩენა არ უნდა. თავიდან, ამის მიზეზი ანტონიო კონტესთან ცუდი ურთიერთობა იყო, თუმცა მისი სურვილი არც ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ შეცვლილა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მხრიდან ვილიანის გადაბირების მცდელობაში დიდ როლს ნაკრებში მისი თანაგუნდელი, ფილიპე კოუტინიო თამაშობს. ვილიანი ფილიპეს აზრს ითვალისწინებს, მას კი სურს, რომ 29 წლის ფეხბურთელი კატალონიაში გადასვლაში დაარწმუნოს.
თავის მხრივ, ლიდერების დათმობას არც “ჩელსი” აპირებს. როგორც იცით, პრესა “”ლურჯების”” რიგების დატოვებას ვილიანის გარდა ედენ აზარს და ტიბო კურტუასაც უწინასწარმეტყველებს.




გვინდა გვინდა ეს ვიყიდოთ თუ იაფად გამოგვატანს ჩელსიი მარა ეს წყარო ჯორია 😀
როდისს წავა ბართომეუ..