პორტუგალიელი ნახევარმცველი, ანდრე გომეში “ბარსელონას” დატოვებასთან ახლოსაა და მისი შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს. განსაკუთრებით ინგლისელები აქტიურობენ.
აქამდე, გომეშს ყველაზე ხშირად “ტოტენჰემს” უკავშირებენ, თუმცა, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახლა 24 წლის ფეხბურთელის დამატება ყველაზე მეტად “არსენალს” უნდა. “მეთოფეების” ახალმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ გუნდი უკვე ხუთი ფეხბურთელით გააძლიერა და გომეშის გადაბირებასაც აპირებს.
ბრძოლაში ჩართულია “ვულვერჰემპტონიც”, რომელიც პრემიერ ლიგაში აღზევების შემდეგ სერიოზულ ტრანსფერებს ახორციელებს და, როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
ასე რომ, დიდი ალბათობით, გომეში კარიერას ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელებს. ის “ბარსელონას” პრე-სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს და ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ კლუბს იქამდე დატოვებს.




გომეში, თურანი, რაფინია, დინიე, ალკასერი, ვერმაელენი, ვიდალი, დუგლასი, სამპერი, მარლონი. ესენი ყველა გასაშვებია.. დენისი და მინა უნდა დატოვონ ასევე ხოსე არნაისი. 200 მილიონი როგორ ვერ უნდა აიგონ რომ სამი ნორმალური ფეგბურთელი მოიყვანონ.
წაიყვანონ ვინც მეტს დადებს იმისი იყოს
იბრდზოლებს ხო დახოცავენ ერთმანეთს ჯინაზე გადაიხდის რომელიმე არანორმალურ თანხას რო ბრძოლა არ დათმოს
გილოცავთ!!! იმედია….