მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნირით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა

მუნირით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა

“ბარსელონას” საკუთრებაში არაერთი ფეხბურთელია, რომელიც მომდევნო სეზონისთვის ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის. მათ შორისაა მუნირ ელ ჰადადი, რომლის მიმართაც, რამდენიმე ევროპული კლუბი გამოხატავს ინტერესს. 

მუნირი “ბარსას” ძირითადი გუნდის წევრი 2014 წლიდანაა. თავიდან, ის უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ან განაცხადს მიღმა ატარებდა, ბოლო ორი სეზონი კი იჯარის წესით “ვალენსიაში” და “ალავესში” გაატარა. 

Sport Witness-ის ინფორმაციით, მუნირის შეძენა “კრისტალ პალასს” და “აიაქსს” სურს, მათთან ერთად კი, 22 წლის შემტევის დაბრუნების სურვილს “ალავესიც” გამოხატავს. 

ელ ჰადადიმ გასულ სეზონში “ალავესთან” ერთად 14 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • SHOTAMESSI10
    schedule 19 ივლ 2018, 01:19

    არ გაყიდოთ მუნირი