დღეს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ივან რაკიტიჩის ხორვატია ინგლისს დაუპირისპირდება.
ზლატკო დალიჩის შეგირდთა გამარჯვების შემთხვევაში რუსეთში მიმდინარე მუნდიალის მოგებისთვის 3 “ბარსელონელი” იბრძოლებს. ხორვატიის ნაკრების ოფიციალურ Twitter-ზე მათი სასტარტო შემადგენლობა გამოქვეყნდა:

შეგახსენებთ, რომ გუშინ უსმან დემბელესა და სამუელ უმტიტის საფრანგეთმა ბელგიის ეროვნული ნაკრები მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ხორვატია-ინგლისის დაპირისპირება სულ მალე, 22:00 საათზე დაიწყება.
მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ გუნდებს შორის აქამდე გამართული 6 მატჩიდან 4 ინგლისელებმა მოიგეს, 2 კი ხორვატთა გამარჯვებით დასრულდა.


რაკიტიჩი კარგად ითამაშებს მომდევნო მატჩებში
Midi iveri dade msoflio
ამ მსოფლიოს ინგლისი მოიგებს.არვარ არცერთი ნაკრების გულშემატკივარი საქართველოს გარდა უბრალოდ წელს მესის პონტში არგენტინას ვგულშემატკივრობდი