“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ერიკ აბიდალმა კიდევ ერთხელ უარყო 2012 წელს ღვიძლის უკანონოდ გადანერგვასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორი, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა თავად ფრანგი ფეხბურთელის და კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, სანდრო როსელის რეპუტაციას.
38 წლის ფრანგმა Instagram-ზე საავადმყოფოში მის ბიძაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა დაურთო: “ამ სურათით მინდა, რომ ჩემი ბიძაშვილის, ჟერარის მიმართ პატივისცემა გამოვხატო და მისი ღიღსება დავიცვა. მინდა საჯაროდ დავგმო მედია ოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების გამო.
შეჩერდით! გთხოვთ პატივისცემით მოგვეკიდოთ მე და იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემს სიცოცხლესთან კავშირი აქვთ. აგრეთვე იმ პიროვნებებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილან.”-წერს აბიდალი.
