El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით 29 წლის ბრაზილიელი გარემარბი, ვილიანი “ბარსელონაში” გადასვლით არის დაინტერესებული.
აღნიშნული ტრანსფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული – კატალონიელები “ლურჯების” მიერ მოთხოვნილი 80 მილიონი ევროს გადახდას არ გეგმავენ და ფასის დაკლებას ელიან.
როგორც იცით, არსებობს ვარიანტი, რომ ვილიანი “ბარსელონადან” პაულინიოს წასვლის შემთხვევაში მოვა.


რა წილიანი 29 წლისარის
ისე ეს თუ მოვა მესის ცრუ ცხრიანზე დავაყენებდი(მაინც პირობითი პოზიცია აქვს მოედანზე), დემბოს მარცხვნივ ვცდიდი და ვილიანს მარჯვნივ. თუმცა ვალვერდე არ იზამს მაგას, შესაბამისად სუარესი ისევ მარცხნივ იდგება, მესი შუაში და ეს მარჯვნივ.ცოდოა დემბო, არავისზე ნაკლები ტალანტი არ აქვს, სრული ნდობა სჭირდება მწვრთნელის და მგონია სანამ ვალვერდეს ხელში ვართ, ვერ მიიღებს მაგას.
ბარსას ნახ დაცვის გაძლიერება სჭირდება თან ვალვერდეს საუკუნოვან ტაქტიკაზე კარგი ფეხბურთელია ვილიანი, თუმცა რომც არ მოვიდეს კატასტროფა არაა. თუ გადმოვა ალბათ მაინც უკეთესი იქნება ჩემი აზრით
არ მეთანხმბით ?
ვილიანის მოყვანის აუცილებლობა გუნდში არაა, რადგან გუნდს ვინგერის პოზიციაზე არ უჭირს(დემბელე).მოსაყვანია მინიმუმ ერთი ისეთი ნახევარმცველი რომელსაც კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა და იქნება როგორც დაცვითი ფუნქციების კარგად შესრულებაში კარგი(პრესინგი), ისევე იქნება კარგი გამთამაშებელი. მინას არადამაჯერებელი თამაშის და ვერმალენის ასაკის/მუდმივი ტრავმიანობის გამო ამ წყვილიდან ერთ-ერთი უნდა გავუშვათ და უნდა მოვიყვანოთ ლეგლე. თუ პაკოს მაღალ ფასში გავყიდით, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მოვიყვანოთ ერთი ისეთი ცენტრფორვარდი, რომელიც თავით კარგდად თამაშობს და ფიზიკურადაც ძლიერი იქნება. გომეში გასაშვებია და თუ გავუშვებთ მის მაგივრადაც უნდა მოვიყვანოთ ვინმე. ნებისმიერ შემთხვევაში გაშვებული ფეხბურთელების რაოდენობა ტოლი უნდა იყოს მოყვანილებისა. ვერ გავუშვებთ 8-ს და ვერ მოვიყვანთ მათ მაგივრად მხოლოდ 2-ს ან 3-ს.