მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები მეტ-ნაკლებად წარუმატებელ გამოსვლას აგრძელებენ. ბრაზილიის ნაკრებმაც საკმაოდ მძიმე სტარტი აიღო და შვეიცარიასთან ქულები დაკარგა.
მე-20 წუთზე ანგარიში ფილიპე კოუტინიომ ლამაზი, მისთვის ჩვეული დარტყმით გახსნა, ევროპელების მხრიდან კი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში სტივენ ცუბერმა გაიტანა.
კოუტინიომ მოედანზე 90 წუთი გაატარა, მეორე “ბარსელონელმა”, პაულინიომ კი 67 წუთი.
პირველი ტურის შემდეგ, ბრაზილია და შვეიცარია F ჯგუფში მეორე და მესამე ადგილს იყოფენ, პირველზე კი სერბეთის ნაკრებია, რომელმაც კოსტა რიკა დაამარცხა.
![კოუტინიოს გოლის მიუხედავად, ბრაზილიამ შვეიცარია ვერ დაამარცხა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/06/1529266415_b.jpeg)
სეირნობით უ დოდათ მოგება და მაგიტო ამოასკდნენ…ღირსი არიან რა…ეს ნემო კიდე სუფთა ჭუჭულაა რა