დღეს, ვენაში, ბრაზილიის ნაკრებმა ავსტრიის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა ორივე “ბარსელონელმა” მიიღო – ფილიპე კოუტინიომ და პაულინიომ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. პაულინიომ მოედანზე 90 წუთი გაატარა, კოუტინიო კი 76-ე წუთზე შეცვალეს.
ანგარიში 36-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა, 63-ზე ნეიმარმა სხვაობა ორამდე გაზარდა, რამდენიმე წუთში კი ფილიპე კოუტინიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=6V29HRnw-k0]
![კოუტინიო ბრაზილიას გოლით დაემხარა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/06/1528661348_b.jpg)
NO საფრანგეთი არგენტინა
მგონი ფინალამდე მოუწევთ მაგათ შეხვედრა
ფინალი იქნება ბრაზილია არგენტინა :)))
ეეჰ ნეიმარ როგორი კარგი ხარ და ამავდროულად ცუდი,იმედია დემბელე გადაგფარავს ძმაო
სასწაული ბიჭი გვყავს <3 საოცარი დარტყმა აქვს ტიპს. ტრავმებს თავი აარიდოს როგორღაც ცოტა იღბალი უნდა მაგ საქმეში და სასწაულები გველოდება შემდეგ სეზონებში
ჩაიხუტებენ ბიჭები მეექვსეს.. <3 ალვეშის მსოფლიო მინდოდაა თავისი სამახსოვრო კადრით თას რო აწევდა როგორც კაპიტანი მარა სად აიკიდა ტრამვაა ღმერთო… ნეიმარის წარმატებაც არ მინდა დიდად მარა ბრაზილიის გულშემატკივრობას ვერცერტი ვერ გადაწონის ასე როო მსოფლიო დაიდოს სელესაოოო !!!