“სევილიას” მცველის, კლემან ლანგლეს ბედს “ბარსელონას” ბოლო დროს საკმაოდ ხშირად უკავშირებენ. დიდი ალბათობით, ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდს ზაფხულში შეუერთდება, თუმცა, Marca-ს ცნობით, “ბარსამ” მისი ტრანსფერი ძალიან არ უნდა დააგვიანოს – ლანგლეს ფასი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღით ადრე 5 მილიონით გაიზრდება და 35-ის ნაცვლად 40 მილიონი ევრო გახდება.
კატალონიელებისთვის არც ამ თანხის გადახდა იქნება დიდი პრობლემა, მაგრამ ხელმძღვანელობა ფულის დაზოგვაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.
ლანგლე ანდალუსიურ კლუბში 2017 წელს გადავიდა და გუნდთან ერთად გატარებულ სეზონ-ნახევარში 67 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ცაცია როა არაუშავს? 2 ცაცია ცენტრალური მცველი ერთად? დე ლიხტი ამას ულაპარაკოდ მირჩევნია
ეს დავითრიოთ აუცილებლად .ვერმალენი გავყიდოთ, მინა გავანათხოვროთ.
მაგრა მომწონსს ეს მცველი მომავალი ლიდერი უნდა იყოს გუნდის