მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერი გიბსონი: კოუტინიოსგან მეტს ველოდი

ტერი გიბსონი: კოუტინიოსგან მეტს ველოდი

“ტოტენჰემისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი, ტერი გიბსონი მიიჩნევს, რომ ფილიპე კოუტინიოს ბევრად უკეთესი შედეგები მართებს.

“უნდა ვაღიარო, რომ კოუტინიოსგან უფრო მეტს ველოდი. ვიცი, რომ ბრაზილიელი ადაპტაციის პერიოდს გადის, თუმცა ფილიპე “ბარსელონას” შეუერთდა, როგორც შემდგარი ფეხბურთელი.

დემბელემ თავისი პოტენციალის სრულად გამოვლინება ჯერ ვერ მოახერხა, მაგრამ კოუტინიო უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია.”-ამბობს გიბსონი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • Bojan29
    schedule 04 აპრ 2018, 01:28

    Don_Andresito,

    ჰო, ეგ თემაა ზუსტად, პრინციპში სადღაც შეიძლება კიდეც ამის გაგება და დათანხმება სხვების მეორენომრობას, მარა მართალი ხარ, მისი საფირმო დარტყმის და სითამამით გამოწვეული ნატიფი ტექნიკის გარეშე კოუტინიო ჩვეულებრივი, საშუალო დონის ნახევარმცველია. როგორც ჩანს ამაზე მუშაობა მესის მოუწევს, უნდა შეძლოს და ბრაზილიელს თავი ქუდში შეაყოფინოს რაა, აგრძნობინოს – ხოლმე მაინც შემეხიდეო.))

  • Don_Andresito
    schedule 04 აპრ 2018, 00:51

    ციტატა: Bojan29
    მარცხენა ფრთიდან რო ბარსა ჯარიმას ასრულებს, ისე მაინც მივიდეს, ან ისე მაინც დაიყენონ, ჯეკას ძლიერი მხარე აშკარად არაა საჯარიმო დარტყმები, ამიტომ მეტი ნდობა ფელიპეს, მეტი ჩართულობა და პასუხისმგებლობა მართებს. არაა აუცილებელი სულ ლეოს ძებნა მოედანზე, გვესმის, რომ კოუტინიო ნეიმარი არაა, მაგრამ უკვე დროა, თავისი პლუსები წარმოაჩინოს, მით უფრო, რო მარტო ლა ლიგაში ირჯება და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდისთვის.


    ეგაა რა სულ მაგას ვამბობ. თავს ძალიან პატარად თვლის საიმისოდ რო თავის თავზე აიღოს ან ეპიზოდი ან სტანდარტული. სევილიასთან რამდენჯერ იყო დასარტყმელ პოზიციაზე მარა ალბას პასი გაუკეთა ყოველ ჯერზე. რატო ტოო, რატო ზღუდავენ მაგ ბიჭს, რეალურად კოუს თავისი საფირმო დარტმის გარეშე და ლიდერობის თვისებების გარეშე დენისზე უკეთესი ფეხბურთელი არაა. ამიტო გადაიხადეს მაგაში 160 რო მეტი აიღოს თავის თავზე. გუნდი რო იგებს მოშნად მერე ურტყამს კარში როგორც ჟირონასთან მანამდე არ რისკავს. თუ გაპიჟინდა და 1 შეხების ფეხბურთელად იქცა სარგებელს ვერ მოგვიტანს. იმ კოუს მეასედი არაა რაც ლივეში იყო. ადაპტაცია არაფერ შუაშია. თავის თავზე არ იღებს იმიტო რო ესეც მესის ამოეფარა უკვე. ლივეში ეგრე არ იყო ყველა ამას ეძებდა. იტოგში რა მესის გვერდით თამაშს ეგ ცუდი თვისება აქვს რო ლეოს შემხედვარე ყველა პატარად თვლის თავს და ვერ ბედავს თავის თავზე თამაშის აღებას. ამიტოა ბარსა მარტო მესიზე დამოკიდებული. სხვა ვერავინ ბედავს გუნდის ლიდერობა ითავოს. ნუ ინის არ ეხება ეგ მარტო

  • Bojan29
    schedule 03 აპრ 2018, 22:07

    მარცხენა ფრთიდან რო ბარსა ჯარიმას ასრულებს, ისე მაინც მივიდეს, ან ისე მაინც დაიყენონ, ჯეკას ძლიერი მხარე აშკარად არაა საჯარიმო დარტყმები, ამიტომ მეტი ნდობა ფელიპეს, მეტი ჩართულობა და პასუხისმგებლობა მართებს. არაა აუცილებელი სულ ლეოს ძებნა მოედანზე, გვესმის, რომ კოუტინიო ნეიმარი არაა, მაგრამ უკვე დროა, თავისი პლუსები წარმოაჩინოს, მით უფრო, რო მარტო ლა ლიგაში ირჯება და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდისთვის.

  • messi and iniesta
    schedule 03 აპრ 2018, 19:13

    მეც მაგრამ იმის იმედი მაქვს რომ ეს დროებითია და კოუ გაიხსნებას

  • Zura88
    schedule 03 აპრ 2018, 17:55

    მართალია…ამხელა თანხას რპმ იხდი ფეხბურთელში,იმან უეჭველი უნდა გაამაეთლოს…ლივერპულში ფრინავდა,აქ რამ შეუკრა ხელფეხი…შეშინებული სახით დადის სულ