“სევილიას” მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა მიიჩნევს, რომ გუშინდელ შეხვედრაში (2:2) მის გუნდს მესამე გოლი აუცილებლად უნდა გაეტანა. ანდალუსიური კლუბი ხელიდან გაშვებული მომენტების გამო ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ დასაჯეს.
“შანსები უნდა გამოგვეყენებინა. შეგირდთა მიერ ნაჩვენები ხასიათით ამაყი ვარ. თუმცა, მეორე ტაიმში მატჩის ბედის გადაწყვეტა შეგვეძლო. “ბარსელონას” ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც მომენტის ხელიდან გაშვებას არ გპატიობენ.”-ამბობს მონტელა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 30 ტურის შემდეგ “ბარსა” კვლავ დაუმარცხებელია.
სევილია უწვება რეალს?გადახედე ბოლო წლების სტატისტიკას ამ გუნდებს შორის
არა ძმაა სევილია არ უწვება რეალს
სევილია უწვება რეალს?გადახედე ბოლო წლების სტატისტიკას ამ გუნდებს შორის
მომინდომეს მოგება ბიჭებმა.არადა რეალი რომ ჩავიდეს.დაუწვებიან.ს.ირები
დრამატული და კარგი მატჩი იყო