ბოლო წუთებზე სუარესის და მესის გოლების წყალობით, “ბარსელონამ” “სევილიასთან” ქულის გადარჩენა მოახერხა. ეს, კატალონიელებისთვის, ზედიზედ 37-ე წაუგებელი მატჩი იყო ლა ლიგაში. შესაბამისად, “რეალ სოსიედადის” მიერ 1978/79 და 1979/80 წლებში დაფიქსირებულ რეკორდამდე კლუბს მხოლოდ 1 მატჩი აშორებს.
საინტერესოა, რომ დაახლოებით 40 წლის წინ, “სოსიედადის” წაუგებელი სერია სწორედ “რამონ სანჩეს-პისხუანზე” შეწყდა და ამასთან “ბარსაც” ძალიან ახლოს იყო.
რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, მასპინძლებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით, ფრანკო ვასკესის მიერ 36-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში ლუის მურიელმა სხვაობა ორამდე გაზარდა, სუარესმა და მესიმ კი გოლები 88-ე და 89-ე წუთებზე გაიტანეს.
“სოსიედადის” შედეგის გამეორებას გუნდი 7 აპრილს, “ლეგანესთან” საშინაო შეხვედრაში ეცდება.

mesis gareshe barsa 0ia,es yvelaferi dgitidge mtkicdeba
Nu wert ra aghar dados statia da a.sh. Shecdoma vis ar mosdis. Mec ese maxsovs ro leganiestan tu ar wavagebt gavimeorebt rekords. Anu ori matchi gvchirdeba gasaumjobeseblad
sheidzleba movxsanat kidec leganestan aramgonia wavagot da ganmeordeba shedegi tu totalizatorma ichataxla ar wagebs barsa
ერთი მატჩი არ უნდა წავაგოთ ლა ლიგაში
ეს ინფორმაცია მცდარია! რეკორდი 38 მატჩია და ერთი თამაში გვაშორებს განმეორებას, ორი გაუმჯობესებას
Au es mcerali magar mcdar informacias gvacvdis da aghar dados Ra statia. Jer iko gushindacera barcam meored gaushva sezonshi Ori goliio, Roca Sami gaushva. Axla amas cers Roca jer 1 tamashi ashkrebt rekordis gameorebas mokled zaaan Cudi mcerali xar Ra.
რა საშინლად ითამაშეს ეგეთი რამე რავიცი, მეორე გოლს გადახედეთ როგორ შეატარეს, რაკიტიჩი პიკე უმტიტი რობერტო იმენა გააცილეს… წაგებას იმსახურებდნენ 70 წუთის მანძილზე მინიმუმ 3;0ს მაგრამ გამიხარდა რა თქმა უნდა … 1 წუთში გადარჩენილი თამაში სხვა სიამოვნებაა
ვისკა ბარსა.
არ გაუმეორებია!!!37 ია და ლეგანესთან არწაგება იქნება 38-ე!!!!
ამას ნიშნავს საუკეთესო კლუბი მთელს მსოფლიოში