მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ გახდა სამუელ უმტიტი ქომაგთა რჩეული?

რატომ გახდა სამუელ უმტიტი ქომაგთა რჩეული?

წარმოგიდგენთ სამუელ უმტიტის კარიერული წარმატების განმაპირობებელ მთავარ ფაქტორებს.

– მე შრომისმოყვარე ვარ, ფეხბურთში კი კონკურენციას აქვს ადგილი. სტაბილური მცველები შთამაგონებენ.

როცა სამუელ უმტიტი “ბარსელონას” ფეხბურთელის სტატუსით პირველად წარადგინეს, ქომაგები და მედია სკეპტიკურ განწყობას გამოხატავდნენ, თუმცა ფრანგის სიტყვები ხაზს უსვამს მის ამბიციებსა და თავდაჯერებულობას.

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი განსაკუთრებული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს, რაც უმეტესად, ცარიელი ზონების გამაგრებაში გამოიხატება. მას უნდა შეეძლოს შეტევის წამოწყება. “ბლაუგრანას” უკანახაზელი არის იზოლირებული, პარტნიორისგან გამოყოფოლი.”-თქვა რობერტ ფერნანდესმა.

იყო “ბარსელონას” მცველი საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა. ამ დიდ ზეწოლასთან ერთად უმტიტის მოუხდა იმ უსიამოვნო ფაქტთან გამკლავება, რომ დიდი ხნის განმავლობაში, კატალონიელთა ახალწვეულები ამ პოზიციის სათანადოდ გამყარებასა და ნდობის მოპოვებას ვერ ახერხებდნენ.

ამასთანავე, უმტიტი ელიტის წარმომადგენელი არ ყოფილა და უამრავ ქომაგს დეუსა და კრისტანვალის ტრანსფერი მოაგონდა. გარკვეულმა ნაწილმა “ლიონთან” შეთანხმება ექსპერიმენტად ჩათვალა მას შემდეგ, რაც კლუბმა სახელოვანი მოთამაშის გაფორმების ვარიანტი გამორიცხა.

კარგი შთაბეჭდილების დასატოვებლად უმტიტის დიდი ხანი არ დასჭირვებია. გასახდელში მალევე დაინახეს, რომ მაღალ კლასთან ერთად, სამუელს კონკურენციასთან გამკლავება შეუძლია.

“ის მიმდინარე მოვლენებს მრავალი კუთხით არ განიხილავს. სამუელს შეუძლია მიიღოს ფაქტი და ბოლომდე დაიხარჯოს. უმტიტის ჯარისკაცის ფსიქოლოგია აქვს.”-ამბობს L’Equipe-ს კორესპონდენტი ფლორენ ტორშუტი.

დიდი სემი “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი და თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფიგურა გახდა. თავდაჯერებულობამ და შეცდომებზე სწავლის უნარმა პიკე-უმტიტის დუეტი მწვერვალზე აიყვანა.

გუნდურობითა და ხასიათით ფრანგი ქომაგთა რჩეული გახდა. სამუელი ქარიზმატული და შრომისმოყვარეა. ეს თვისებები უმტიტის დედისგან ერგო.

“სასურველ ადგილას მისი დახმარებით მოვხვდი. დედაჩემი ყველაზე წინ განათლებას აყენებდა, ხოლო შემდეგ, ფეხბურთს. საშინაო დავალება რომ არ შემესრულებინა ვარჯიშზე წასვლის ნებას არ დამრთავდა. მეგობრებთან ერთად თამაში ჩემგან დიდ შრომას მოითხოვდა. მისი სიმკაცრე დამეხმარა.”-განაცხადა უმტიტიმ გასული წლის ივლისში.

ახლა ფეხურთელი მომავალზე დაფიქრდა და დარწმუნებულია, რომ ევროპის საუკეთესო მცველთა სიაში იმყოფება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Don_Andresito
    schedule 01 აპრ 2018, 02:28

    ლიონში კარგი იყო მარა ამისი კლასი დავინახე ევროპაზე. რამი დაიმტვრა მგონი და გერმანიასთან ძირითადში დადგა. დაგლიჯა იმენა. უშეცდომო იყო. 100 მდე ზუსტი პასი და ყველა მოგებული მეორე სართული. მაგ დროს უკვე ნაყიდი გვყავდა და სპეციალურად ვუყურე იმენა უმტიტის თამაშს. მაშინ მივხვდი რო სერიოზული მცველი ავაგდეთ. და დიდი სისულელე იქნება გაშვება. მონსტრი შევქმენით და სხვას მივცეთ? ნეის მერე ეგეთი შეცდომა აღარუნდა დავუშვათ. თან თუ დებილი არაა სად უნდა წავიდეს ბარსადან. ვერაფერს მოიგებს და დავა სმოლინგის დონეზე. არაფრით გამორჩეული მცველი არ იქნება მანჩესტერში

  • გურო ბარსა ლიონი
    schedule 01 აპრ 2018, 01:32

    უმტიტი ძალიან მაგარი მცველია და აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ბარსელონამ.

  • neo222
    schedule 01 აპრ 2018, 01:15

    ნოტინგემი

  • neo222
    schedule 01 აპრ 2018, 01:06

    უმტიტი სუპერ პოპულარულია საფრანგეთში და მთელ მსოფლიოში, ფრანგ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად ეს ბრწყინავს, არც პოგბა არც გრიზმანი, არც ბენზემა smile

  • messi and iniesta
    schedule 31 მარ 2018, 22:55

    უნტიტი ძან მაღალი დონე გახდა მართლაც

  • L.suarez.9
    schedule 31 მარ 2018, 22:38

    პასუხი დაასაბუთეთ laughing laughing საკონტროლოზე ვარ ? smiley