workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორჟე ჟეზუში: ბარსელონა მსოფლიოში მეორეა

ჟორჟე ჟეზუში: ბარსელონა მსოფლიოში მეორეა

“სპორტინგის” მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუში მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა “ბარსელონას” წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენა.

“შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მეტოქის დამარცხება შესაძლებელია. ვიცოდი რა იყო საჭირო გამარჯვებისთვის. საბოლოოდ, უსიამოვნო ავტოგოლით წავაგეთ.

მსოფლიოს ნომერ მეორე გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში მეტოქეს შეტევის გამწვავების ყველა გზა გადავუკეტეთ, მეორე ნახევარში კი ბურთს თავად ვაკონტროლებდით.

მიუხედავად ამისა “ბარსელონასთან” თამაშისას მომენტის შექმნა ყოველთვის რთულია. ვფიქრობ, “სპორტინგმა” მთელ მსოფლიოზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.”-ამბობს ჟეზუში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Guro messi
    schedule 29 სექ 2017, 19:15
    #6

    ჩამოხვალთ კამპ ნოუზე სად წახვალთ

  • Johan_Cruyff
    schedule 29 სექ 2017, 12:12
    #5

    ვიბრძოლოთ უნდა, მოვუმატოთ, ფეხბურთელებმა უნდა მოუმატონ თორემ არაფერი გამოვა.
    ჩემპიონატს ის იგებს ვინც ჩემპიონატის განმავლობაშI მოუმატა და ვსო. ლიგას ფავორიტები ყოველთვის ყავს და არაფერია გასაკვირი, მაგრამ ნებისმიერი ფავორიტის მიწასთან გასწორება შეუძლია UNDERDOG გუნდს რომელმაც ჩემპიონატის განმავლობაში მოუმატა.
    სპორტინგმა მაგრად მოუმატა საკკუთარ ჩემპიონატშიც და ევროპულშიც, არ გამკვირვებია მათი ესეთი კარგი თააში, ვალვერდემ კიდე ის ითამაშა რაც საჭირო იყო.პრაგმატულად და ზედმეტი ენერგიის გარეშე, ფრთხილად.
    ჩემპიონატი ივნისამდე გრძელდება და გავარდე და 5-0 იხარჯო ჯგუფურშI იდიოტობააა, მაგას აკეთებს ბაიერნი და მერე გადამწვარს მეოთხედ ფინალში ან ნახევარფინალში მიწასთან ასწორებენ.

  • neo222
    schedule 29 სექ 2017, 03:45
    #4

    პირველი სპორტინგიაო გეთქვა მაინც თ ესლურ ნამიოკებს რო იძლევი. ბარსაა პირველი მეორეზე სპორტინგია 😀

  • Magician
    schedule 28 სექ 2017, 22:02
    #3

    და პირველი რომელია? :დდ

  • nika15
    schedule 28 სექ 2017, 21:39
    #2

    წადი შენი საღეჭ რეზინას იმნაირად ღეჭავდა ყბა ტელევიზორიდან გამოვიდა და მომხვდა

  • რეკლამირება
    schedule 28 სექ 2017, 21:12
    #1

    ჯვარი გწერია ჟეზუშ 🙂