workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგუსტი ბენედიტო დანებებას აპირებს

აგუსტი ბენედიტო დანებებას აპირებს

“ბარსელონას” პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი აგუსტი ბენედიტო უნდობლობის საკითხის შეწყვეტაზე ფიქრობს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ბენედიტომ შემდეგი განცხადება გააკეთა: “ჩვენს გუნდში აზრი ორადაა გაყოფილი. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ უკეთესია, თუ უნდობლობის საკითხს შევწყვეტთ.”

ბენედიტოს, “ბარსელონას” ამჟამინდელი მმართველობის უნდობლობის საკითხის აღსაძრავად 16 500 ხელმოწერა სჭირდება. მას, ამჟამად, 11 ათასი ხელმოწერა აქვს. თავად ბენედიტო მიიჩნევს, რომ მას ვადა 2 ოქტომბრამდე აქვს, “ბარსელონამ” კი მას ბოლო ვადად 27 სექტემბერი, 23 საათი და 30 წუთი დაუთქვა.

საქმე ისაა, რომ თუ ბენედიტო უნდობლობის საკითხს შეწყვეტს, მას იგივე საკითხის უახლოეს თვეებში აღძვრის უფლება ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ბენედიტო “ბარსელონაში” არასაკმარისი რაოდენობის ხელმოწერებს წარადგენს, კლუბი უნდობლობის საკითხს ერთი წლით დაბლოკავს და ამ დროის განმავლობაში, ეს საკითხი ვეღარ აღიძვრება. ხოლო თუ ბენედიტო ხელმოწერებს საერთოდ არ წარადგენს, მას უნდობლობის საკითხის მალევე აღძვრა ისევ შეეძლება. ყოველ შემთხვევაში, თავად მას ამის იმედი აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 26 სექ 2017, 22:10
    #2

    როგორც აჯობებს ისე ქნას თვითონ იცის

  • intskirveli.fcb
    schedule 26 სექ 2017, 21:22
    #1

    არქნა ბიჯოოოოოოოო არაააააა