ლიონელ მესი “ბარსელონასთან” ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამ ინფორმაციას მადრიდული AS ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატლაონიური კლუბის ხელმძღვანელობამ არგენტინულ მხარესთან შეთანხმებას ჯერ კიდევ 26 ივლისს მიაღწია. ფეხბურთელის მამასა და ძმას შრომით ხელშეკრულებაზე, საიმიჯო უფლებების გამოყენებასა და მესის ფონდთან თანამშრომლობაზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ, რაც ცოტა ხნის წინ ბართომეუმაც დაადასტურა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, თავად მესი 2021 წლამდე მოქმედ კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს.
მესის სამუდამო კონტრაქტი უნდა გაუფორმონ, ეს ცალფეხ უფრომეტს გააკეთებს ვიდრე ბევრი ჯამრთელი ფეხბურთელები.
ოღონდ შენ აე წახვიდე და ნეიმარის დედაც მეე ))))
ძალიან კარგი მესიმ ბარსაში უნდა დაასრულოს კარიერა