workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვერატის აგენტმა პსჟ გააკრიტიკა

ვერატის აგენტმა პსჟ გააკრიტიკა

მარკო ვერატის აგენტმა, დონატო დი კამპლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში, პსჟ-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ: “ვერატი პსჟ-ს პატიმარია.”

“პარიზელებს სურთ რომ შექმნან კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც არამარტო საფრანგეთში, არამედ ევროპული ტიტულებისთვისაც იბრძოლებს? საუბრები მიდის მბაპესა და მის 150 მილიონიან შეთავაზებაზე, თუმცა ჯერ-ჯერობით ჩემპიონთა ლიგის დონის პარიზში არავინ მოსულა.”

დი კამპლიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის და მისი კლიენტი არ არიან კლუბის მიმართ უმადურები და პირიქით, გაწეულისთვის მადლობასაც უხდიან.

“მარკომ კარგად იცის ის ვალდებულებები, რომლებიც მას კლუბთან კონტრაქტმა დააკისრა. მაგრამ მოხიბლულია “ბარსელონას” სერიოზული ინტერესით, ვინ არ იქნებოდა 24 წლის ასაკში და მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოების დროს?”

აგენტმა ასევე დიდი უკმაყოფილება გამოთქვა კატარის ფონდის მფლობელის მიმართ:

“ფონდი ჰამად ალ-თანს ეკუთვნის, რომელსაც შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და “ბარსელონასთვის” ვერატის 100 მილიონად არ მიყიდვა პრინციპისა და სიამაყის გამო ხდება.”

დონატო დი კამპლიმ ასევე დაამატა: “იცით, რა მითხრა ნასერ ალ-ხელაიფმა? მას ჩვენთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და არ გავყიდი, მინდა მის ირგვლივ ძლიერი გუნდი ავაშენო. თუ გავყიდი, არასოდეს მაპატიებენ.”

ფეხბურთელის წარმომადგენელმა ასევე ისიც დაამატა, რომ მალე შეხვდება ანტერო ენრიკესა და კლუბის მფლობელს, რათა აუხსნას მათ, რომ ვერატი საკმარისად ძლიერია, რათა პრესის მიერ მის თავზე დატეხილ კრიტიკას გაუმკლავდეს.

ამასობაში კი, ფეხბურთელი უნაი ემერის გაესაუბრება, რომელიც ვერატის შეუცვლელად მოიაზრებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • BaKuRa
    schedule 07 ივლ 2017, 20:51

    ციტატა: lado-barca
    გამოუშვას იმ ხელაიფმა ვერატი!


    Xanadaxan mainc dawere rame vrclad ra uaZrobaa es or sityviani komebi yvela stayiaze … bijoos

  • Carles16
    schedule 07 ივლ 2017, 19:45

    არ მგონია ვერატიმ ეს შანსი მაინც გაუშვას ხელიდან.ყველაზე რეალური შანსი ახლა აქვს ბარსელონაში გადმოსვლის, ბოლო ბოლო წელსსაც თუარ გადმოვიდა მობეზრდება ბარსელონასაც მესამე ზაფხულია ეჩალიჩებიან და კარგად იყოსო

  • marco…verratti
    schedule 07 ივლ 2017, 19:17

    ციტ
    ვე

    ციტატა: getsby
    კოუტინიოს მოყვანა უფრო მარტივი იქნებოდა უბრალოდ მართლა ვერატი გვჭირდებოდა მაგრამ ვიცოდი რო არ გამოუშვებდნენ , ერიქსენი თუ დაითრიეს ეგეც არ იქნება ცუდი ვარიანტი და ზემოდან კოუტინიო ან დემბელე მოაყოლონ..


    ვერატის ალტერნატივა მხოლოდ საულია და სხვა არავინ დღეს მერე რა რო გაახანგრძლივა საულმა ვერატიზე ადვილად შეილება მაგის დატრევა და თან სებალიოსი ბელერინიც ზემოდან და ვსო რა მორჩება ლაილაი და იმედია ბარსას ისევ შეხვდება პსჟ ეხლა რეალზე მეტად მინდა რო ბარსას პსჯ შეხვდეს რო დაახუროს დედის ხელაიფი თავზე

  • davidusi 2020
    schedule 07 ივლ 2017, 19:16

    დიდი ალბათობით არ გაყიდიან ბარსაში, პრინციპის საკითხია,ფული მაგათ არც ისე აინტერესებთ,ამბიცია აქვთ მაგარი გუნდის შესაქმნელად,თან შარშან ბარსამ გააფარჩაკა, დაუმატეთ კატართან ბარსამ გაწყვიტა სპონსორული ხელშეკრულება, ძალიან რთული იქნება. ალბათ ჯობია ალტერნატივაზე დროულად ვიმუშაოთ

  • lado-barca
    schedule 07 ივლ 2017, 18:51

    გამოუშვას იმ ხელაიფმა ვერატი!

  • getsby
    schedule 07 ივლ 2017, 18:14

    კოუტინიოს მოყვანა უფრო მარტივი იქნებოდა უბრალოდ მართლა ვერატი გვჭირდებოდა მაგრამ ვიცოდი რო არ გამოუშვებდნენ , ერიქსენი თუ დაითრიეს ეგეც არ იქნება ცუდი ვარიანტი და ზემოდან კოუტინიო ან დემბელე მოაყოლონ..

  • mesi_10
    schedule 07 ივლ 2017, 17:45

    დღემდე ვერ მოინელა ამ გასაქვავებელმა ბარსამ რო 6-1 ჩაუდუდუნა 4-0 მოგებული თამაშის მერე და ეხლა ისეა გამწარებული რო ნახევარი მილიარდიც რო შესთავაზოს ბარსამ მგონი არც მაშინ გაყიდის ვერატის.

  • BARCELONA(iniesta)
    schedule 07 ივლ 2017, 17:23

    ნეტავ ამ გამო*ლევებულ არაბსაც აღარ აქვს თავმოყვარეობა? აგენტი გამოვიდა თავზე დაამხო ყველაფერი გაუშვი რაააა

  • Zefirosi
    schedule 07 ივლ 2017, 17:13

    ოოჰ ნეტავ პსჟ ს გადავეყაროთ ლიგაზე.არ უნდა დავინდოთ!!!

  • jorjone444
    schedule 07 ივლ 2017, 17:00

    პსჯ-ს პრეზიდენტის ქმედება მშვენიერი მესიჟია იმ ფეხბურთელებისთვის,რომლებიც ფიქრობენ პსჟ-შI გადასვლას.უმეტესობა ან ახლოს არ გაეკარება ამ კლუბს ან მოითხოვს მოკლევადიან კონტრაქტს იმისთვის რომ ასეთი მძევალი არ აღმოჩნდეს ვიღაცის ხუშტურების.ეხლა ეგენი ფიქრობენ ეს რო გავუშვათ მერე სხვისთვის მაგალითი იქნება და გუნდ საერთოდ თავზე დაგვენგრევაო მაგრამ მეორე მხრიდან რო შეხედო ვერატის სიტუაცია გამონაკლისია,ბიჭს მთელი გულით უნდა ბარსაში თამაში ბარსაც იმაზე მეტს იხდის ვიდრე რეალურად ღირს და ასეთი უნიკალური სიტუაცია არ მგონია მომალაშიც ბევრი შეიქმნას.მაგ პსჟ-ს დაქაჩვა თუ ასე ძალიან უნდათ ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი უნდა გახდეს მინუმუ ტოპ 3 დონე და კონკურენციის პირობებში ასე ძალით შესაკავაბელი არ ეყოლებათ არავინ.სიმართლე ის არის რომ ეხლა ვინც პსჟ-ში თამაშობს ან იმ დონის არ არის უმეტესობა რომ ლიგის მოგებისკენ გაიწიოს გუნდმა ან არის და მხოლოდ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო თამაშობს.თუნდაც ვერატი ავიღოთ რა ქნას ეხლა 24 წლის ბიჭმა ბარსა ეპატიჟება იცის სავარაუდოდ რაღაც მსგავს ხელფასს დაუნიშნავს და ამ დროს მოდი დარჩი პსჟ-ში და შეგხვდება ბარსელონა გაგანგრევს 6-1 და წადი სახლში ელოდე კიდევ 1 წელი…

  • Johan_Cruyff
    schedule 07 ივლ 2017, 16:22

    ანუ ძალით ფეხბურთელის დატოვება რომელი საუკუნეა? მონობა დაბრუნდა თუ რა თემაა? თუ ფეხბურთელი ბედნიერი არ არის უბრალოდ ვეღარ ითამაშებს საჭირო დონეზე, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ბურთის გორაობა იქ სადაც მათ გულს უნდა და მაგით იღებენ სიამოვნებას

  • verrattifun
    schedule 07 ივლ 2017, 16:15

    გასაგებია მაგარი გუნდის აშენება უნდა მაგრამ ფეხბურთელს რომ გუნდში თამაში არუნდა შეეშვას რა ძალით რაღას ტოვებს იმედია ეს ტრანსფერი უეჭველი გამოვა