პარასკევს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხერარდ ლოპესი “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის მწვრთნელის პოსტს კიდევ ერთი წლით შეინარჩუნებს. კატალონიელმა ახალგაზრდებმა სეზონის დაწყებამდე დასახულ მიზანს მიაღწიეს, რაც სეგუნდაში დაწინაურებას გულისხმობს.
“მინიესტადიზე”, “რასინგთან” გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა, “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ და ტექნიკურმა მდივანმა, პეპ სეგურამ ხერარდ ლოპესის მიერ გაწეულ სამუშაოზე საუბრისას აღნიშნეს, რომ “წარმატება აუცილებლად დაფასდება”.
1-წლიან კონტრაქტს ხელი “ხუვენილ A”-სა და “ხუვენილ B”-ს მწვრთნელებმა, გაბრი გარსიამ და კიკე ალვარესმაც მოაწერეს.



წარმატებები!
ბარსელონას ასაკობრივი გუნდები
ხუვენილ ა და ხუვენილ ბ რა არის ?
Axla xoicit primeras chven gavakontrolebt xolo segundas eseni
kai sezoni hqonda kargia rom gaaxangrdzliva