მარკო ვერატის აგენტმა, დონატო დი კამპლიმ სიჩუმე დაარღვია. ფეხბურთელის წარმომადგენელმა და აგენტმა Sky Sports-თან ინტერვიუში იტალიელი ნახევარმცველის ირგვლივ არსებულ სიტუაციასა და მის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 4 ივლისამდე (პსჟ-ს პრესეზონის დაწყების თარიღი) სულ მცირე დროა დარჩენილი.
როგორც მოგეხსენებათ, მარკომ უკვე აცნობა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მას გუნდის დატოვება და კატალონიაში გადაბარგება სურს. ნასერ ალ-ხელაიფი და მისი კოლეგები კი არ აპირებენ თავიანთი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელს ასე მარტივად შეელიონ.
აღსანიშნავია ასევე ის, რომ ფეხბურთელი და აგენტი ამ ყველაფერზე საერთოდ არ საუბრობენ და ვერატისა და მისი ამჟამინდელი კლუბის მოლაპარაკების პროცესი მედიისგან დახურულად, ფარულად მიმდინარეობს. “ბარსელონა? მირჩევნია ამაზე არ ვისაუბრო. ჩვენ ჩუმად ყოფნას ვამჯობინებთ. ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რაც საქმისთვის კარგი არაა.” – განაცხადა მისმა აგენტმა.
ახლა კი მთელი ყურადღება 4 ივლისისკენაა მიმართული – გამოცხადდება თუ არა 24 წლის იტალიელი პსჟ-ს პრესეზონზე. დონატო დი კამპლიმ COPE-სთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ შეიძლება ვერატიმ სეზონი პსჟ-სთან ერთად არ დაიწყოს.



მარკო ვერატის აგენტმა, დონატო დი კამპლიმ სიჩუმე დაარღვია…..
მერე:"ბარსელონა? მირჩევნია ამაზე არ ვისაუბრო. ჩვენ ჩუმად ყოფნას ვამჯობინებთ. ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რაც საქმისთვის კარგი არაა." – განაცხადა მისმა აგენტმა.
რა გაიგეთ??? დაარღვია რო ეთქვა არ ვარღვევო?
es gadmova
ამას ლაპარაკი ყვარებია ნუ იტყვი :დდდდ
სიჩუმე დაარღვია და თქვა სიჩუმეს არ დავარღვევო 😀 აგ ისეთი პონტია რო გეუბნებიან არ გელაპარაკებიო ხო :'D
ნათარგმნია და აბა რა დავწერო? მე შევცვალო? მერე იტყვიან თქვენ იგონებთ რაღაცასო. ის თუარ უთქვამს რომ არიქა ბარსაში გადავდივართო არ ნიშნავს რომ არ უნდა დაიწეროს სტატია. ფაქტია კომენტარი გააკეთა ასე თუ ისე და წყაროსაც დაგილინკავ თუ გინდა.
ბიჭებო ბარსას საპრეზიდენტო არჩევნებუ როდის არის ხომ არ იცით?
[quote=j—O—T—O—• 0—0—7][quote=tigresa][quote=j—O—T—O—• 0—0—7]შეთავაზება გაუკეთონ რატომ ერიდებათ ვერ გავიგე ისედაც გააბიჟნიკებულები ატიან 6-1 ზე
მემგონი ეგენი შემოთავაზებას ელოდებიან და 4 რიცხვამდე თუ არ კაუკეთეს გაყვება პსგს შEკრებაზე[/quote]ეგება გაკეთებული აქვთ უკვე შეთავაზება/ გაიგებ რამეს? ხან ერტს წერენ და ხან მეორეს, კაციშვილმა არ იცის რა არის სიმართლე და რა ჭორი. არც ერთი სტატიის აღარ მჯერა მე, სანამ ბარსას ოფიციალური საიტზე არ ვნახავ ოფიციალურ განცხადებას. დამაწყდა ნერვები[/quote]
არ გაუკეთებიათ შეთავაზებს
უნდოდათ მაგრამ არ გაუკეთეს პსგს პრეზიდენტს ეწყინებაო )))
ვაიმეეე საწყალი , ოღონდაც მაგას არ ეწყინოს:) ეწყინება და დალიოს ცივი წყალი,იმდენი ფული კი აქვს რო იყიდოს:))
შენს პირს შაქარი
მემგონი ეგენი შემოთავაზებას ელოდებიან და 4 რიცხვამდე თუ არ კაუკეთეს გაყვება პსგს შEკრებაზე
ეგება გაკეთებული აქვთ უკვე შეთავაზება/ გაიგებ რამეს? ხან ერტს წერენ და ხან მეორეს, კაციშვილმა არ იცის რა არის სიმართლე და რა ჭორი. არც ერთი სტატიის აღარ მჯერა მე, სანამ ბარსას ოფიციალური საიტზე არ ვნახავ ოფიციალურ განცხადებას. დამაწყდა ნერვები
Aba ra vifikre oficialurad barcashi gadadiso
ამ სტატტიას სათაური ისეთი აქ გეგონება უკვე პასუხი განაცხადაა აგენტმა და სულ 17 სიტყვა წერია ისევ ის რაც აქამდე ასჯერ თქმულა.რ ად უნდა ასეთი პომპეზური სათაური ტოო )))
მალე მოვიდეს!
მოდის მოდის ეს ბიჭი