workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვერატის გეგმა “ბარსელონაში” კარიერის გასაგრძელებლად

ვერატის გეგმა “ბარსელონაში” კარიერის გასაგრძელებლად

მარკო ვერატისა და დონატო დი კამპლის მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ იტალიელმა ნახევარმცველმა კარიერა კატალონიის “ბარსელონაში” უნდა გააგრძელონ. თუმცა პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი თავისი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას ასე მარტივად არ შეელევა. როგორც ჩანს, ორივე პროტაგონისტს უკვე აქვთ გეგმა და სტრატეგია შემუშავებული, თუ როგორ უნდა აიძულონ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დათანხმება.

როგორც ჩანს, ფეხბურთელი და მისი აგენტი მიხვდნენ, რომ ნახერ ალ-ხელაიფისთან სიმკაცრით და კატეგორიული მოთხოვნებით საქმეს ვერ გაიმარტივებენ. შესაბამისად, იტალიურ და ფრანგულ გამოცემებში გამოჩენილი ინფორმაცია, რომ ვერატი პრესეზონს ფრანგებთან ერთად არ დაიწყებს, შესაძლოა, არ გამართლდეს. თუ ესპანურ sport.es-ს ვენდობით, მარკოსა და მის აგენტს გადაწყვეტილი აქვთ ნაკლები არეულობისა და პრობლემების გარეშე ფეხბურთელი 4 ივლისს გამოცხადდეს პარიზელთა რიგებში.

შემდეგი ნაბიჯი კი მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების დაწყება იქნება. ვერატი და დი კამპლი დარწმუნებულები არიან, რომ ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევაა. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი თავისი ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენებას მოსთხოვს. დიდი ალბათობით, ეს ამ სატრანსფერო აჟიოტაჟის კულმინაცია იქნება და მარკოს შემდეგ სეზონში ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში ვიხილავთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში