ცნობილი ესპანელი სპეციალისტი, “პარი სენ ჟერმენის” ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, ლუის ფერნანდესი “ბარსელონასა” და პარიზულ გუნდს შორის “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
ფერნანდესის აზრით, “ბარსელონას” მიერ 6:1 მოგება და მომდევნო ეტაპზე გასვლა მსაჯების შეცდომებმა გამოიწვია.
“როგორც ესპანეთში ამბობენ, პსჟ-სთან “ბარსელონას” მოგება ნამდვილი ძარცვა იყო. აშკარა იყო, რომ მსაჯების შეცდომები ფატალური გამოდგა.” – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Antena3.