“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ კატალონიური გუნდის ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის საკითხი არ განიხილება.
“ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა ურუგვაელ ვარსკვლავში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, როგორც ირკვევა, კატალონიელები ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან.
“ჩვენ ვკითხულობთ, ჩვენ გვესმის, ჩვენ ვიცით მსგავსი ჭორების შესახებ, მაგრამ უპირველესად ის გვაინტერესებს, რომ თავად სუარესი “ბარსელონაში” ბედნიერია.
გვინდა მასთან ხელშეკრულება გავახანგრძლივოთ. ლუისი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული წევრია.
სუარესი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მას პერსპექტივა და დიდი ამბიციები აქვს.”