სარეზერვო გუნდით ”რუბინის” დამარცხების შემდეგ, ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს. გთავაზობთ ნაწყვეტებს ამ ინტერვიუებიდან:
ფონტასი:
”- წარმოუდგენელია, იყო ამაზე ბედნიერი. ”ჩემპიონთა ლიგაში” გოლის გატანა შესანიშნავია.”
”- თამაშის დაწყებამდე ცოტა ვნერვიულობდით.”
”- ამ გუნდში ყველანი კარგები არიან და ეს საქმეს ამარტივებს. მე უნდა გავაგრძელო კარგად შრომა.”
ვასკეზი:
”- ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ვითამაშე და მოვიგე. მე ხშირად მითამაშია პიკესთან და მესისთან ერთად.”
”- გვარდიოლამ მითხრა, რომ უნდა გავაგრძელო კარგად მუშაობა და მე მომეცემა უფრო მეტი სათამაშო დრო.”
ბარტრა:
”- მე უკვე 10 წელია, რაც აქ ვარ. ტაქტიკა აბსოლიტურად იგივეა, რაც საქმეს ძალიან ამარტივებს. მე ვაგრძელებ მუშაობას და ვაკეთებ იმას, რასაც მავალებენ. მე შარშანაც მივიღე ”ჩემპიონთა ლიგის” მატჩში მონაწილეობა, მაგრამ დღევანდელი დებიუტი იყო შესანიშნავი.”
პიკე:
”- დღეს მე პირველად ვიყავი ძირითადი გუნდის კაპიტანი. ეს ძალიან საამაყოა ჩემთვის.”
”- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩვენი მომდევნო მეტოქე.”
ბუსკეტსი:
”- ჩვენ განსხვავებული სქემით ვითამაშეთ. თამაში დავიწყე ცენტრალური მცველის პოზიციაზე და დავასრულე ჩემს ჩვეულ პოზიციაზე, ბოიანისა და ხეფრენის ტრავმების გამო.”
”- ჩვენ გვეგონა, რომ უფრო შემტევები ვიქნებოდით, მაგრამ მათ დაცვაში თამაში გადაწყვიტეს.”
