workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”მინდა, ყველა ახალგაზრდას მივულოცო”

გვარდიოლა: ”მინდა, ყველა ახალგაზრდას მივულოცო”

მატჩის შემდგომ ინტერვიუში, პეპ გვარდიოლამ ისაუბრა იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ”რუბინის” დამარცხებაში.
”- ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებულები, შეძლებდნენ თუ არა ისინი კარგად თამაშს. ეს იყო რთული მატჩი, რადგან მოწინააღმდეგე გუნდი კარგად თამაშობს დაცვაში. ძალიან რთულია, როდესაც ხუთი ან ექვსი მცველის წინააღმდეგ თამაშობ, და მოწინააღმდეგის მიზანია, რომ არ მოგცეს გოლის გატანის საშუალება.”
”- დღევანდელი დღე არ იყო გამორჩეული, თუმცა ჩვენ მოვიგეთ დამსახურებულად. დავამარცხეთ ”რუბინი” სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებით. ჩვენ გაგვიმართლა, რომ უკვე გასულები ვიყავით ჯგუფიდან. ”რუბინის” მსგავს გუნდებთან თამაში რთულია. რუსები ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ წელს.”
”- ახალგაზრდებმა ითამაშეს კარგად. მათ წინ დიდი გზა აქვთ, თუმცა ისინი ძალიან დაგვეხმარნენ. მე მინდა მივულოცო მათ ”ჩემპიონთა ლიგაზე” თამაში, თან ასე კარგად. ვიქტორ ვასკესი არის პიკეს, მესის და სესკის თაობიდან, თუმცა მან ტრამვების გამო ვერ მოახერხა პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება. მან იცის, რომ უნდა ითამაშოს კარგად მეორე დივიზიაში, რათა შემდეგ მიეცეს შანსი პირველ გუნდში გადასვლის.”

გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ჯგუფი იყო ”ძალიან ძლიერი და მომთხოვნი. ”კოპენჰაგენი” იყო სასიამოვნო სურპრიზი, ”რუბინი” ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. ყველა თვლიდა, რომ ”ბარსა” და ”პანათინაიკოსი” იყვნენ უპირატესები, მაგრამ ყველამ კარგად დავინახეთ თუ რა მოხდა. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი წაუგებელი მატჩების სერია გრძელდება. ეს ჩემი მწვრთნელობის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.”
პეპმა მადლობა გადაუხადა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც თამაშს მოედნიდან ადევნებდნენ თვალს. ”ამ გუნდის საყურებლად ”კამპ ნოუზე” უამრავი ადამიანი მოდის. ჩვენ ვთამაშობთ გულშემატკივრებისთვის და ისინი ყოველთვის გვიჭერენ მხარს. როდესაც მე სათავეში მოვედი, საშუალო დასწრება ერთ მატჩზე 40,000 იყო. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში არ იყო დიდი მნიშვნელობის, მოედანზე 55,000 მაყურებელი მოვიდა.”
”ბარსელონას” თავკაცს შეკითხვა დაუსვეს, არის თუ არა მიზანი მხოლოდ კატალონიელებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნა, რაზეც პეპმა უპასუხა: ”მიზანი არის ტიტულების მოპოვება. ლეო მესი არის არგენტინელი და ის აქ დიდხანს დარჩება. ჩვენ გვჭირდება კეიტას მსგავსი უცხოელი ფეხბურთელები. სხვანაირად ჩვენ ვერაფერს მოვიგებთ. უბრალდო, ისე ხდება, რომ აქ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია.”
პეპმა განაცხადა, რომ მან აირჩია პიკე კაპიტნად, რადგან ”ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი მოედანზე, რომელსაც ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდხანს აქვს ნათამაშები მოედანზე და მე არ მინდოდა, რომ ეს პასუხისმგებლობა ბოიანისთვის დამეკისრებია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში