workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი “რუბინის” დამარცხებას აპირებს

აბიდალი “რუბინის” დამარცხებას აპირებს

“ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის მატჩზე საუბრისას, რომელსაც “ბარსა” ყველასათვის კარგად ნაცნობ ყაზანის “რუბინის” წინააღმდეგ გამართავს, “ბარსელონას” მარცხენა ფლანგის მცველმა, ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ გუნდისთვის გამარჯვებების მოპოვების გაგრძელება ძალიან მნიშვენლოვანია…

“ამ გუნდთან თამაში და მათი დამარცხება ნამდვილად რთულია. მათ დაცვაში “ჩაჯდომა” ძალიან კარგად გამოზდით და თამაშში მეორე ნომრად გამოდიან, მაგრამ როდესაც შენ შესვენებას გადაწყვეტ ისინი შენ ძალიან ძლიერ დარტყმას გაყენებენ”, განაცხადა ფრანგმა მცველმა დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე.

შესაძლოა გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გარანტირებული აქვს, მაგრამ ერიკის განცხადებით “ჩემპიონთა ლიგაზე” გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია: ” “ჩემპიონთა ლიგა” განსაკუთრებული ტურნირია და ჩვენ აქ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ. ჩვენ ვთამაშობთ კარგად და ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ფეხბურთი ჩვენი საქმეა. ახლა კარგ ფორმაში ვართ და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდმა გამარჯვებების მოპოვება განაგრძოს.”

აბიდალმა ასევე ირონიით და დამცინავად ისაუბრა შაბათის მოგზაურობაზე: “ეს ყველაფეირ უვკე მოხდა და მორჩა. ჩვენ უბრალოდ ფეხბურთელები ვართ, დაველოდეთ და საბოლოოდ პამპლონაში მატარებლით გავემგზავრეთ. საბოლოოდ კი ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვსურდა – აქ ვერანაირ პრობლემას ვხედავ.”

ფრანგმა მცველმა თავის თანაგუნდელებს, მესის, ჩავისა და ინიესტას “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლის გაგრძელება მიულოცა: “ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თან ეს უბრალოდ პრიზია. ეს ადამიანები გუნდისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებენ და ჩვენ, ყველანი ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენ ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში ძალიან ბედნიერები ვიქნებით.”

მოგეხსენებათ ფეხბურთელების გარდა პრიზი მწვრთნელებს შორისაც თამაშდება. ფეხბურთელებთან დაკავშირებით უკვე წაიკითხავდით, რომ აბიდალი სამივე ფეხბურთელის გამარჯვებით ძალიან მოხარული იქნება, მაგრამ მწვრთნელებზე ერიკი ძალიან დაკონკრეტდა: “მე წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს გვარდიოლას მივცემდი, რადგანაც იგი ჩემი მწვრთნელია და ამასთან ერთად იგი საუკეთესოა.”

საბოლოოდ, აბიდალმა თავის კონტრაქტის საკითხებთან დაკავშირბითაც ისაუბრა: “კონტრაქტი “ბარსასთან” 2012 წელს მიმთავრდება. მე აქ დარჩენა მსურს, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში