”ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ, ”ოსასუნას” მწვრთნელმა, ხოსე ანტონიო კამაჩომ პრესკონფერენცია გამართა. აღსანიშნავია, რომ საშინაო შეხვედრებში ”ოსასუნამ” პირველი მარცხი განიცადა.
კამაჩომ, რომელიც წარსულში გახლდათ მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი, უფრო მოგვიანებით კი მწვრთნელი, განაცხადა: ”ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ, როდესაც ანგარიში გახდა 0-2, თამაში შეიცვალა. ისინი (”ბარსელონა”) არიან ელეგანტურები და ჰიპერ-კონკურენტულები”.
რეფერზე საუბრისას, კამაჩომ აღნიშნა: ”მას არ ეყო გამბედაობა, რომ დაენიშნა პენალტი ”ბარსელონას” კარში, თუმცა ეყო გამბედაობა, რომ პენალტი ჩვენს კარში დაენიშნა. როგორც ”ბარსელონას” ეკუთვნოდა პენალტი, ისევე გვეკუთვნოდა ჩვენც.”
ბოლოსკენ, ”ოსასუნას” მენეჯერმა ისაუბრა იმ პრობლემაზე, რომლის გამოც თამაშის ბედი ეჭვქვეშ დადგა. ”მე ვესაუბრე გვარდიოლას და ვუთხარი, რომ ჩვენ კვირას, 17:00 საათზე არ ვითამაშებდით. ეს ძალიან რთული იყო, რადგან თამაშის ირგვლივ უამრავი საკითხია, რომელიც უნდა მოგვარდეს. თამაში უნდა გამართულიყო შაბათს და გაიმართა კიდეც”.

ხოსე კამაჩოს განცხადება
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.