30 ნოემბერს, დილით, ”კულეების” უმეტესობამ გაიღვიძა ოფიციალურად დადგენილი დიაგნოზით: ”პოსტ კლასიკოს” ცხელება.
”პოსტ კლასიკოს” ცხელება (არსებითი სახელი)
განმარტება: მდგომარეობა, რომლის დროსაც ”კულეები” და ”მადრიდისტები” ვერ კმაყოფილდებიან ”ელ კლასიკოსთან” დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიების, ვიდეოებისა თუ სურათების რაოდენობით. ის განსაკუთრებით აქტიური ხდება, როდესაც მატჩი არის გრანდიოზული, მოგების ”ზღვრები” დიდი და თამაშის სტილი შესანიშნავი. პაციენტი ვეღარ ახერხებს კონცენტრირების მოხდენას სამსახურში ან სწავლისას. ის გამუდმებით ფიქრობს მატჩის სხვადასხვა ნაწილზე. კვლევები აჩვენებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მადრიდის ”რეალის” გულშემატკივრებს ასეთი სიმპტომები არ ქონიათ.
ქვემოთ მითითებული სიმპტომები, რომელიც აღენიშნებოდა ყველა ”კულეს” მატჩის შემდეგ. იყავით თუ არა თქვენც ამ ”კულეების” სიაში?
– ნუთუ ყველამ არ ისიამოვნა მადრიდის ფეხბურთელების, და განსაკუთრებით ”განსაკუთრებულის” შეწუხებული, განადგურებული, განსაცდელში მყოფი, იმედგაცრუებული და დაცემული სახეების ყურებით (განმეორებით და არაერთხელ)?
– არ კითხულობდით ყველა პროფესიონალი ფეხბურთელისა თუ მწვრთნელის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს ჩვენი ძვირფასი გუნდის ჭკუიდან შემშლელ თამაშზე?
– თამაშის მიმოხილვის დროს არ შეგინიშნავთ სიხარულის ცრემლები თვალებზე?
– არ ესაუბრებოდით გამუდმებით და დაუსრულებლად ამ თამაშის შესახებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს იმდენს, რომ ისინი დაიღალნენ?
– არ გადაშალეთ სპორტული გაზეთი და დაუყოებლივ ამოჭერით ინფორმაცია მოგების შესახებ?
– არცერთ თქვენთაგანს არ აქვს გახსნილი სპორტული გვერდები კომპიუტერში? და არ იწყებთ მათ კითხვას, როგორც კი უფროსი ყურადღებას მოადუნებს თქვენს მიმართ?
გვითხარით, რა განცდა გქონდათ მატჩის შემდეგ? როგორ აღნიშნეთ ეს სასწაული გამარჯვება? ველით თქვენს კომენტარებს…
