“ბარსელონას” ახალგაზრდა საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, გუშინდელი არეული დღე შეაფასა, როგორც მძიმე დღე, მაგრამ იგი მთლიანობაში გამარჯვებით კმაყოფილი გახლდათ…
პამპლონისკენ 4 საათიანი მგზავრობის შემდეგ, გუნდმა ძალიან მაღალ ტემპში ივარჯიშა და საბოლოოდ “რეინო დე ნავარაზე” შეკრებილ ხალხს 3 გოლი აჩუქა, ბუსკეტსმა განმარტა: “ეს იყო რთული დღე. ფედერაცია ჩვენ შეგვპირდა, რომ ჩვენ თამაშის გადადება შეგვეძლო, თუ პამპლონაში დროზე ვერ ჩავაღწევდით, მაგრამ შემდეგ მათ ხასიათი შეეცვალათ და თავისი სიტყვა გატეხეს.”
ბუსკეტსმა მოედანზე 94 წუთი დაჰყო და 70 პასიც გააკეთა: “თავიდან თამაში რთული იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და გამარვჯებაც მოვიპოვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა სამი ქულაა.”
