workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგენტი: ”პეპს ”ბარსელონადან” წასვლის ვარიანტიც არ განუხილავს”

აგენტი: ”პეპს ”ბარსელონადან” წასვლის ვარიანტიც არ განუხილავს”

”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას აგენტმა, ხოსე მარია ორობიგტმა უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ პეპი ესპანეთს დატოვებს.

ხოსე მარია ორობიგტი: ”ეხლა ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. მე კარგი ურთიერთობა მაქვს ”ინტერთან”, მაგრამ გვარდიოლას შესახებ ჩვენ არ გვისაუბრია. ამ თემაზე შეკითხვებს მხოლოდ ჩემი კოლეგები მისვამენ. ხოსეპს ”ბარსელონადან” წასვლის ვარიანტიც კი არ განუხილავს. დიახ, მის კონტრაქტი ივლისში ეწურება, თუმცა ის მას აუცილებლად გაახანგრძლივებს და სავარაუდოდ ერთი წლით, როგორც აკეთებს ხოლმე. მე არ მქონია კონტაქტი არც ”ჩელსისთან”, არც ”მანჩესტერთან” და არც რომელიმე სხვა კლუბთან. მომდევნო სეზონში გვარდიოლას ისევ ”ნოუ კამპის” სათადარიგო სკამზე ვიხილავთ. ის შესანიშნავი მწვრთნელია”.

შეგახსენებთ, რომ პრესაში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ მომდევნო სეზონში გვარდიოლას ”ჩელსის”, ”მანჩესტერის” ან ”ინტერის” მთავარი მწვრთნელი თანამდებობაზე ვიხილავდით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში