შესაძლოა გადაიდოს მატჩი ”ოსასუნასა” და ”ბარსელონას” შორის ძლიერი თოვლის გამო, რომელიც პამპლონაში ღამით მოვიდა.
ამჟამად ”ოსასუნას” ხელმძღვანელობა მთელი ძალებით ცდილობს სტადიონის გაწმენდას თოვლისგან (8 სმ), რათა არ გადაიდოს მატჩი. ”არ შეგვიძლია, რომ თოვლი მინდორზე გავაჩეროთ, რადგან შესაძლოა ის გაიყინოს” – აცხადებს სტადიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხოსე ანტონიო კამაჩომ განაცხადა, რომ თოვლის გამო გადაიდო ”ოსასუნას” დღევანდელი ვარჯიში.
ამას გარდა სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ თოვლის გამო პამპლონის აეროპორტი პარალიზირებულია.
