ვილია:
”ეს იყო იდეალური დღე. არ არსებობენ ინდივიდუალური ფეხბურთელები, არსებობს ”ბარსა”, როგორც ერთიანი გუნდი. ჩვენ, უბრალოდ ვისიამოვნეთ თამაშით. ყველაფერი შედეგიდან არ გამომდინარეობს, ”ბარსამ” ზუსტად იცის, რაც უნდა. მაგრამ თამაში – ეს უბრალოდ სასწაული იყო. შესანიშნავი მოგება, და თან ჩვენ გავასწარით ”რეალს” ორი ქულით”.
ხეფრენი:
”გულწრფელად რომ გითხრათ, უბედნიერესი ვარ. დიდი ხანია ჩვენ გვქონდა მოგების ჟინი, გოლის გატანის სურვილი. თითოეულ გოლს ”ბარსას” ფეხბურთელები ერთად აღნიშნავენ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. მე გავაკეთე ყველაფერი ისე მაქსიმალურად, როგორც შემეძლო. საბედნიეროდ, მე გოლი გავიტანე. და საერთოდ, რაც ”კამპ ნოუზე” მოხდა, სიზმარს გავს.”
ალვესი:
”ეს გუნდი ნამდვილად ყოვლისშემძლეა, ისინი გიჟები არიან. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გვეუბნებოდნენ ”რეალის” ფეხბურთელები თამაშის მსვლელობისას, მაგრამ ჩვენ მოთმინება გვეყო. ამ წუთას მე არ ვფიქრობ კონტრაქტის გაგრძელებაზე, გთხოვთ, მომეცით საშუალება, რომ დავტკბე ”ბარსათი”. მე ვაპირებ დარჩენას.”
ბუსკეტსი:
”ეს უკვე ისტორიაა – ანგარიშითაც და იმ თამაშითაც, რაც ჩვენ ვაჩვენეთ. შეუძლებელია, ცალკეულად რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა. დღეს ყველანი, ძირითადი გუნდის ფეხბურთელები და ასევე ისინი, ვინც შეცვლაზე გამოვიდნენ, უბრალოდ გენიალურები იყვნენ! ”ბარსა” არცთუ დიდი, კომპაქტური გუნდია, და ჩვენ ერთად მივიწევთ წინ.”
პუიოლი:
”ჩვენ ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთეთ. მაგრამ, ჩვენ ცაში არ ავფრინდებით, ჯერ ჩვენ არაფერი მოგვიგია.”
