მადრიდის ”რეალის” სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ ”ბარსელონას” აწ უკვე ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა ბრწყინვალედ ჩატარებულ მატჩზე, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ”ეს იყო შესანიშნავი გამარჯვება, იმაზე მეტი ვიდრე 2-6 ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. მან თავისი აზრი გამოთქვა რამოსის უხეშ თამაშზე ლეო მესის წინააღმდეგ: ”ის რაც სერხიომ გააკეთა ძალადობაა”.
”მე ჯერ არ ვაპირებ ფეხბურთისთვის თავის დანებებას, ყოველთვის მინდა მეტს მივაღწიო როგორც ”რეალის” ასევე სხვა გუნდების წინააღმდეგ”.
ამდენი წარმატების შემდეგ ის მაინც უბრალო ადამიანად რჩება: ”ვაღიარებ, რომ ნამდვილად ვარ თავმდაბალი, მაგრამ მე მადრიდშიც მყავს ასეთი მეგობრები”.
მას არც ოქროს ბურთის მომავალი მფლობელი დავიწყებია: ”თუ ოქროს ბურთს მე ან ინიესტა მოვიგებთ, ეს ”ბარსას” ფილოსოფიის დამსახურება იქნება”.
ბოლოს კი მან შეაქო თავისი გუნდი: ”ძალიან კარგ განწყობაზე ვართ, მაგრამ ფრთხილად ყოფნა გვმართებს. კვლავ ვაპირებთ ექვსი ტიტულის მოპოვებას და ეს ძალიან რთული იქნება. ჩვენ უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ ვიდრე გასულ წლებში და მოედანზე უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს”.
