კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ისაუბრა დღეს გასამართ შეხვედრაზე, სადაც მისი გუნდის მოწინააღმდეგე მადრიდის “რეალი” იქნება. არგენტინელი ვარსკვლავის აზრით სამეფო კლუბი რევანშის ასაღებად ემზადება. როგორც მოგეხსენებათ ბოლო ორ წელში 4 “ელ–კლასიკო” გაიმართა და ოთხივეში “თეთრები” დამარცხდნენ.
“მადრიდელები მოდიან “ნოუ–კამპზე” რათა აიღონ რევანში. იმის შემდეგ, რაც ჩვენ “რეალი” დავამარცხეთ ანგარიშით 6:2, ისინი მხოლოდ და მხოლოდ რევანშზე ფიქრობენ. ამასთან მათ შეიძინეს რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი და ბრწყინვალე მწვრთნელი. ასე რომ დღეს საინტერესო ორთაბრძოლა იქნება. მე ყველაფერს გავიღებ, რათა სამეფო კლუბი ზედიზედ მეხუთეჯერ დავამარცხოთ.” –განაცხადა მესიმ.
მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია “მზე” შემოგთავაზებთ.
